ახალი ამბები
ქუთაისში, კორონავირუსზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 1 132 ტესტი გაკეთდა
FaceBook
ქუთაისში საველე ლაბორატორიაში ბოლო ერთი დღის განმავლობაში 1 132 ტესტი გაკეთდა.
გამოკვლეული ადამიანებიდან  კორონავირუსი 10-ს დაუდასტურდა. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა ინფიცირებული 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება.

"ტენდენცია მიდის კლებისკენ და ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტების კვლევას, ტესტების ჩატარებას და სხვა პრევენციულ ღონისძიებებს", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში მდებარეაველე ლაბორატორიაში კორონავირუსზე პაციენტების გამოკვლევა დილიდან განახლდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ოჯახების შექმნის
წასახალისებლად 5 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს.
16:20 / 28.11.2020
ქუთაისის მერია ოჯახების შექმნის წასახალისებლად 5 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი
დადასტურებული შემთხვევა,
13:57 / 28.11.2020
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.