ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო.
პაციენტებიდან 4 ზრდასრულია, ხოლო შვიდი
ბავშვია. ინფიცირებულებს შორის არის ორსული ქალბატონიც. 11
პაციენტიდან 10 ქუთაისის მკვიდრია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი
კლინიკაში ქობულეთიდან გადმოიყვანეს. ამ დროისთვის ინფიცირებულებს
შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
კლინიკის სხვა ნაწილში გეგმიური თუ გადაუდებელი აუცილებლობით შემოსული
პაციენტების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
ამდრმდე კოვიდინიცირებულს ქუთაისში ქუთაისის ახალი
ინფექციური საავადმყოფო იღებდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.



მასალის გამოყენების პირობები