კორონავირუსი
შეკრების აკრძალვა საარჩევნო ღონისძიებებზე არ გავრცელდება
FaceBook
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები
მათ შორის, 200-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე, საარჩევნო აგიტაციას არ შეეხება:

"შეზღუდვები, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, არ გავრცელდება საარჩევნო აგიტაციასა და არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. გვინდა მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს მაქსიმალურად დაიცვან წესები როგორც 2 მეტრიანი დისტანცა, ასევე პირბადის გამოყენება იქ, სადაც ამის მოთხოვნაა" – ამბობს მეზვრიშვილი.

10 სექტემბრიდან, საქართველოში კორონავირუსის პრევენციის გამო,    ქორწილების ქელეხების და იუბილეების გადახდა იკრძალება.

10 სექტემბრიდან ასევე უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრების, კინოს და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო.

თეატრები, კინოები და ბავშვთა გასართობი ცენტრები გაიხსენება პირველი ნოემბრიდან.

10 სექტემბრიდან ასევე აიკრძალა, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება.

ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავისურუსის ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა, რამაც გარკვეული შეზღუდვების ამოქმედება გამოიწვია.

დღეს, საქართველოში კოვიდინფექციის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ დროისთის კორონავისურის 1773 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1325 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა.
18:40 / 27.11.2020
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა.
ქუთაისის მერს სოსო ხახალეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
18:00 / 27.11.2020
ქუთაისის მერს სოსო ხახალეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.