ახალი ამბები
კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდება
FaceBook
კარანტინში ყოფნის ვადის 8 დღემდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას, უწყებათაშორისი საბჭო სავარაუდოდ, დღეს მიიღებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომის გამართვა დღესაც იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განუცხადა, კარანტინის ვადის 8 დღემდე შემცირების შემთხვევაში, კარანტინსა ან თვითიზოლაციაში მყოფ პირს, საკარანტინე სივრცის დატოვებიდან მომდევნო 72-72 საათში PCR ტესტის ჩატარება 2-ჯერ მოუწევს.

მისივე თქმით, საკარანტინო რეჟიმის 12-იდან 8 დღემდე შემცირება, ოპტიმალური მოდელია.

„სულ არის ორი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ იმპორტირებული შემთხვევებისგან თავი დავიცვათ. ერთი არის იზოლაცია, კარანტინისა და თვითიზოლაციის გზით და მეორე ეს არის ტესტირება. ჩვენი ქვეყანა დღეს იყენებს 72 საათში ერთხელ PCR ტესტირების მექანიზმს. ერთადერთი ჯგუფი, სადაც ვატარებთ სწრაფ ტესტირებას ესენი არიან მძღოლები. ისინი არიან მაღალი მობილობის ჯგუფი.

ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ რისკების დაფარვის მიზნით გამოვიყენოთ ორი მეთოდის კომბინაცია: კარანტინში ყოფნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მიგვაჩნია, ოპტიმალური ვადა იქნება სულ მცირე 7 დღე, მე-8 დღეს იქნება ტესტირება კარანტინში მყოფი პირის ან იზოლაციაში მყოფი პირის, შემდეგ მისი ჩვეულებრივ საქმიანობაში დაბრუნება იმ დათქმით, რომ 72 საათის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაიტარებს ტესტირებას, იმგვარად, რომ 12-დღიანი პერიოდი სრულად დავფაროთ ანუ ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაავადების ფარულ მიმდინარეობაზე” - განაცხადა გაბუნიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების
შედეგად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე
დაინიშნა.
11:09 / 17.07.2025
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა.
დღეს, 17 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჭიათურაში
დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგიზ
გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის პროცესი გაიმართება.
10:06 / 17.07.2025
დღეს, 17 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელის: მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის პროცესი გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.