კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი სტოპცოვ.გე ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 947- ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ბოლო 24 საათის
განმავლობაში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
11:15 / 30.09.2020
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს.
10:49 / 30.09.2020
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.