კორონავირუსი
როგორ უნდა ჩატარდეს საქორწილო ცერემონიალი - ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური ღონისძიებების ჩატარების პროტოკოლი შეიმუშავა.

სოციალური ღონისძიებები კორონავირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი პროტოკოლის მიხედვით უნდა ჩატარდეს.

სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციებში ძირითადი ყურადღება, დისტანციის დაცვას, მომხმარებელთა ინდივიდუალურ გამასპინძლებას ეხება.


უწყების მიერ შემუშავებული მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის ასე გამოიყურება:



მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა; სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა

1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მაგიდებს შორის 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი

სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით

დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის კი შემდეგი მოთხოვნებია შემუშავებული:

ობიექტმა უნდა გამოიყენოს ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი

ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს

გამონაკლისი სახით შესაძლებელია მხოლოდ 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება

- 30 კვადრატულ მეტრამდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება

- 31 კვადრატული მეტრიდან ზემოთ შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ 2 )

დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე

უზრუნველყოფილი იყოს სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით

ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.


კორონავირუსის პანდემიის გამო მარტიდან  ამ დრომდე  შეზღუდულია  სოციალური ღონისძიებები.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში კორონავირუსის 
შემთხვევები სამით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა ასევე სამი
პაციენტი.
10:14 / 04.08.2020
საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევები სამით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა ასევე სამი პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში,
ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა.
10:15 / 03.08.2020
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.