ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანპორტში მძღოლებისა და მგზავრების
უმრავლესობას დამცავი პირბადეები არ უკეთია.
რა ხდება ტრანსპორტში პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით
- ამ მიზნით ქუთაისიპოტმა რამდენიმე ავტობუსით და
მოკროავტობუსით იმგზავრა. ტრანსპორტში ჩვენი ყოფნის მომენტში პირბადე
10 მგზავრიდან მხოლოდ სამს ეკეთა. ნაწილმა პირბადე მხოლოდ ჩვენი
გამოჩენის შემდეგ გაიკეთა.
მძღოლები ამბობენ, რომ იმერეთი საშიში ზონა არაა და ამიტომაც
პანდემიით გამოწვეულ მოთხოვნებს მკაცრად არ იცავენ.
"იმერეთი არაა საშიში ზონა, ამიტომ ვიდრე გაჩერებაზე ვარ, მაშინ არ
მიკეთია", - ამბობენ საზოგადეობრივ ტრანსპორტში მომუშავე
მძღოლები.
თუ რამდენად მოუწოდებენ თავიანთ მგზავრებს პირბადის გაკეთებისკენ,
ისინი ამბობენ, რომ მიკროავტობუსის სალონში განთავსებულია
გამაფრთხილებელი წარწერა, პირაბდის გაკეთებაზე და მათი თქმით, ეს
საკმარისი უნდა იყოს მგზავრებისთვის. თუმცა, აღნიშნავენ, რომ
თავდაპირველად მგზავრს ტრანსპორტში ამოსვლისას წარწერის მიუხედავად,
წესების დაცვისკენ მაინც მიუთითებდნენ.
ქუთაისში გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ 23
ივლისიდან მკაცრად არიან გაფრთხილებული თვითონ მძღოლები, ხოლო
მძღოლებმა მგზავრები უნდა აკონტროლონ.
"გუშინ გვქონდა ამაზე მკაცრი საუბარი და ყველა კატეგორიულად არის
გაფრთხილებული. თუკი არ დაიცავენ წესებს, მძღოლები დაისჯებიან", -
ამბობს ქუთაისში, ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანია "სამგზავრო 2007"-ის
ხელმძღვანელი, ალექსანდერე დვალიშვილი.
საქართველოს მთავრობამ პირბადის ტარების წესი ერთი თვეა, რაც შემოიღო.
წესი პანდემიის ან ეპიდემიის დროს საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი
ტრანსპორტით გადაადგილებისას პირბადის ტარების საჭიროებას
განსაზღვრავს. როგორც მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, პირბადე
რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფი საშუალებაა, რომელიც სასუნთქ
სისტემაში წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრის პრევენციას ახდენს.
საქართველოში ყველა ტიპის პირბადის გამოყენება დაშვებულია - როგორც
სამედიცინო, ასევე სხვა სახის, მათ შორის სხვადასხვა მასალისგან
შეკერილი და ხელნაკეთი პირბადეების.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პირბადის ტარების წესის
დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული კი 500-ით
დაჯარიმდება.
თუ რამდენი მგზავრი და მძღოლი დაჯარიმდა ქუთაისში პირბადის
გამოუყენებლობის გამო, ქუთაისიპოსტმა ამ კითხვით შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიმართა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.
მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.
შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.
გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით
მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება
და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა
სისტემა.
ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის
სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ
წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების
სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული,
არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ
მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც
ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას,
შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც
საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.
ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე
მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი
გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ
მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას.
რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის
ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში,
ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ,
პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის
სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და
მიზანსაც მივაღწიეთ.
უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი,
წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში
პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად
ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად
ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების
გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა
ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა
მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ
ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი
დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს შახტის
ყოფილი თანამშრომელი.
„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან
დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას
შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები