კორონავირუსი
ქუთაისის მერია სამ ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტებს შეღავათს უწესებს
FaceBook
ქუთაისის მერია, პანდემიის გამო  ქალაქის ცენტრში არსებულ კაფე-ბარებსა და კვების ობიექტებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს.

კერძო ბიზნესის მეპატრონეებს არც ნებართვა დასჭირდებათ და ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად მერიისთვის მიმართვაც აღარ იქნება აუცილებელი. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ქალაქის ხელმძღვანელობას მეწარმეებთან აქვს, ეს ესკიზის შეთანხმებაა.

ჯერჯერობით, შეღავათები მხოლოდ წმინდა ნინოს, ცისფერყანწელებისა და პუშკინის ქუჩებზე არსებულ კვების დაწესებულებებს შეეხება. რატომ აირჩია მერიამ პრიორიტეტად მხოლოდ სამი ქუჩა, ამაზე მერიის ეკნომიკის სამსახურის უფროსი, მირზა მამასახლისი განმარტავს, რომ პანდემიამდე ქალაქის ამ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ტურისტი მოძრაობდა და შესაბამისად, ყველაზე მეტად ამ ქუჩებზე მომუშავე ბიზნესმენები დაზარალდნენ.
"ვიდრე კორონავირუსი იქნებოდა, ყველაზე მეტი დატვირთვა ამ ქუჩებზე იყო და თავისთავად, ზარალიც ყველაზე მეტი იმ მეწარმეებმა მიიღეს, ვინც ამ ქუჩებზე ოპერირებს. Ჯერჯერობით, ცენტრალური ქუჩებით დავიწყებთ და შემდეგ გავზრდით მასშტაბებს. Ყველა საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა ვერ მოხდება. Ეტაპობრივად ვცდილობთ შევხვდეთ სხვა მეწარმეებსაც", - ამბობს მირზა მამასახლისი.

ბიზნესმენებისთვის შეღავათები მიმდინარე წლის ბოლომდე იმოქმედებს. Გარდა ამისა, მეწარმეები სრულად თავისუფლდებიან დასუფთავების გადასახადისგანაც.

ქუთაისში, ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ღია ტიპის რესტორნებნა და კაფე-ბარებმა მუშაობა 31 მაისიდან განაახლეს.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქვეყენაში ბოლო 24 საათის
განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორონავირუსის გამო
დაწესებული რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა.
13:45 / 23.01.2021
ქვეყენაში ბოლო 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა.
ქუთაისის N2 პენიტენციურ
დაწესებულებაში კორონავირუსი ოთხ პატიმარს დაუდასტურდა.
12:04 / 23.01.2021
ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი ოთხ პატიმარს დაუდასტურდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.