ახალი ამბები
ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრები პროტოკოლის დაცვით დაიშვებიან
FaceBook
ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივარი ვირუსის პრევენციისთვის განკუთვნილი პროტოკოლის დაცვის შესაბამისად დაიშვება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით ამ საკითხთან მიმართებით შესაბამის პროტოკოლში ცვლილებები მომდევნო კვირაში შევა, რის შემდეგაც ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.

"ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია რაღაც შეზღუდვების მოხსნა. დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს და საბჭოს წევრებს სტადიონებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა მოვახსენე. ალბათ, უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები, როდესაც სტადიონს მიაღმა ვიწრო სივრცეში იკრიბებიან გულშემატკივრები.

ნამდვილად არ არის სასურველი თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, ან თუნდაც კოვიდთან მიმართებაში მათი ერთად ყოფნა და ნახვა ასეთ მდგომარეობაში. შესაბამისად, გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით საკითხი დადგა. ძალიან პოზიტიური მხარდაჭერაა ამ კუთხით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება. რასაკვირველია, ეს არ მოხდება ქაოტურად. ეს იქნება ყველა სტანდარტის დაცვით. განისაღვრება თუ რა რაოდენობის გულშემატკივარი შეიძლება დავუშვათ სტადიონზე.

ეს იქნება დისტანციის დაცვით. არ მოხდება ისე, რომ ყველა ერთ ადგილას იყოს თავშეყრილი. სასიხარულო ფაქტია, რომ გულშემატკივრებს ვნახავთ, სტადიონზე დავუშვებთ. თუმცა, ხაზს ვუსვამ, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას ის მოცემულობა, რაც პროტოკოლით იქნება განსაზღვრული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტადიონზე შესვლამდე იქნება ე.წ. თერმოსკრინინგი. ასევე ყველა ის ზომა იქნება დაცული, რაც თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობისთვისაა მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლევან  კობიაშვილმა.
]
ღია ტიპის სტადიონებზე გულშემატკივრების ყოფნა მარტის თვიდან აიკრძალა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად,
11:31 / 02.05.2024
ქუთაისი, დღეს, 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულს აღნიშნავს.
სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან
დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.
09:25 / 02.05.2024

სურსათის ეროვნული სააგენტო, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.