კორონავირუსი
რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლის გარეშე, მით უფრო იზრდება მათი დაუცველობა - UNICEF
FaceBook
სკოლების დახურვა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაუცველ ბავშვებზე.
ვითარების გაუმჯობესებასა და შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, დროა, ბავშვები დაუბრუნდნენ ჩვეულ სასწავლო პირობებს - ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად და ზრდის ზომიერი ტემპის შესანარჩუნებლად საქართველომ მკაცრი ზომები გაატარა. არსებობს მზარდი მტკიცებულებები, რომ ბავშვები და სკოლები არ წარმოადგენენ ქვეყნებში დაავადების გავრცელების მთავარ ფაქტორებს. ფაქტობრივად, არ არსებობს დაავადების გავრცელების ტემპსა და სკოლების გახსნასა ან დახურვას შორის კავშირის მტკიცებულება.


"იმავდროულად, არსებობს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, კვებაზე, უსაფრთხოებასა და სწავლაზე სკოლების დახურვის უარყოფითი ზეგავლენის ძლიერი მტკიცებულება. როდესაც ბავშვები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ დადიან სკოლაში, იზრდება  ფიზიკური, ემოციური და სქესობრივი ძალადობის რისკი, უარესდება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა. იზრდება მათი დაუცველობა ბავშვთა შრომის საფრთხის მიმართ და ალბათობა, რომ ისინი ვერ მოახერხებენ თავის დაღწევას სიღარიბისათვის. ყველაზე გარიყული ბაშვების სკოლის გარეშე ყოფნამ, თუნდაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები, რომელთა მოქმედებაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გასტანს. ამასთანავე, არასათანადო განათლების მქონე ბავშვების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაბალია", - წერია კვლევაში. 


გაეროს ბავშვთა ფონდმა წარმოადგინა რჩევები, რომლებიც ხელს შეუწყობს მთავრობებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნაში. მათ შორისაა შემდეგი რეკომენდაციები:

  • სათანადო წყალმომარაგებისა და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხოდ გახსნისათვის;
  • ფიზიკური დისტანცირების ზომების განხორციელება, მათ შორის, ისეთი ღონისძიებების აკრძალვა, რომლებიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრას;
  • სასწავლო დღის დაწყებისა და დასრულების გრაფიკის დარეგულირება;
  • სკოლაში კვებისათვის გამოყოფილი დროის ცვლილება;
  • გაკვეთილების ჩატარება დროებით მოწყობილ სივრცეებში ან ღია ცის ქვეშ;
  • გაკვეთილების ჩატარება ცვლებში, კლასების ზომის შემცირების მიზნით.


სკოლების გახსნისთანავე ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თითოეული ბავშვის ჩართულობა სასწავლო პროცესში; თითოეულ ბავშვს უნდა შეეძლოს სკოლაში ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და კვების მომსახურებით სარგებლობა; და თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე. გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები შესაძლოა მოგვევლინოს ჩვენს სკოლებში უმნიშვნელოვანესი გარდაქმნის კატალიზატორად, რის შედეგადაც თითოეული ბავშვი შეძლებს იმ უნარ-ჩვევების შეძენას, რომლებიც მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად ცხოვრებაში, სკოლაში და შრომით ბაზარზე.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში
კორონავირუსი კიდევ 2 176 ადამიანს დაუდასტურდა.
12:40 / 16.09.2021
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2 176 ადამიანს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 16
სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 589 024 აცრაა
ჩატარებული.
12:37 / 16.09.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 589 024 აცრაა ჩატარებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.