კორონავირუსი
პაატა იმნაძე - კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა,
რამაც ვირუსს უჯრედში შეღწევა გაუადვილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა.

მისივე თქმით, ვისაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს, შეიძლება მას მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს.

"ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. იმის შემდეგ, რაც ბიზნეს-აქტივობები გაიხსნა, კორონა შემობრუნდა და ფართოდ გავრცელდა. თუ ჩვენ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს აბსოლუტური უმრავლესობა ვაგრძელებთ, მაშინ ეს მეორე ტალღა ძალიან შორს იქნება. თუ კორონავირუსთან კარგად მოქცევას არ გავაგრძელებთ, მაშინ უფრო ახლოს იქნება. ახალი მონაცემები გამოქვეყნდა და არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში ევროპაში წარმოიშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო მეტად გადამდები იყოს ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა. ეს შტამი ახლა ევროპიდან ჩინეთს შეუბრუნდა და მთლად კარგი მოვლენა არ არის, იმიტომ, რომ ვისაც კორონა გადატანილი აქვს ამ მუტაციის გარეშე, შეიძლება მას ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს. ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, ის ასევე შეეხო ახალ ვირუსს, რომელიც ჩინეთში ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა და აღნიშნა, რომ მას პანდემიური პოტენციალი აქვს, თუმცა ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის რისკი ნაკლებია. "რაც შეეხება ახალ ვირუსს, ახალი ვირუსი ჩინეთში და სხვაგანაც ძალიან ხშირადაა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შეიძლება ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს. მათ პანდემიური პოტენციალი აქვთ და ასეთი ბოლო წლებში 5-6 გამოჩნდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ პანდემიური პოტენციალი არ შეუძენიათ, იმიტომ, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის უნარი არ აქვს",-აღნიშნა იმნაძემ.

/www.interpressnews
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
13:39 / 14.06.2022
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7
პაციენტი,
12:49 / 07.06.2022
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.