კორონავირუსი
დღეიდან საქართველოში ადგილობრივი ტურიზმი იხსნება
FaceBook
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი მუშაობას განაახლებს.
ამის შესახებ  7 მაისს, კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გახდა ცნობილი.

"საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან" , - აღნიშნა გახარიამ 7 მაისის სხდომაზე.

პანდემიის გამო, საქართველოში არსებულ სასტმროებსა და განთავსების ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. სასტუმრეობს კი მუშაობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუკი სპეციალური შემოწმების შემდეგ, შესაბამის ნებართვას მიიღებენ.

საქართველოში ტურისტული სეზონი, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია საერთაშორისო ფრენებზე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება, თუმცა, შეზღუდვა დაწესდება ტურისტებისთვის. ქვეყანაში შემოსვლის მსურველებს, თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კორონავირუსის გამო, საქართველოში საერთაშორისო ავია და სახმელეთო მიმოსვლა 18 მარტიდან აიკრძალა. 22 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.