განათლება
დაგვიანებული ბოლო ზარი (ფოტო)
FaceBook

ქუთაისში მე-12 კლასელების ნაწილმა Ბოლო ზარი დაგვიანებით აღნიშნა.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ქვეყანაში გამოცხადებული Საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების გამო ბევრმა სკოლამ გააუქმა ანგადადო ბოლო ზარის აღნიშვნა.

Ზარიც ცარიელ კლასებში დაირეკა და მილოცვებიც ონლაინ გაკეთდა.

თუმცა  ბევრმა მე-12 კლასელმა არ ისურვეა სკოლა ამ  ტრადიციის აღნიშვნის გარეშე დაეტოვებინა.

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა 20  მაისის ნაცვლად ერთი კვირის შემდეგ აღნიშნეს ბოლო ზარი და ტრადიციული რიტუალიც შეასრულეს.

ქუთაისის 4-1-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები



ქუთაისის #41-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები


Საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები აღნიშინავენ, რომ მათთვის ბოლო ზარი გარკვეული ეტაპის მონიშვნაა ძველთან გამომშვიდობება და რაღაც ახლის დაწყება.

„ჩემი აზრით,  ეს არის ცხოვრებაში ახალი ეტაპი“, - მიაჩნია მე-12 კლასელ საბა ქიჯიას.

მან სამ თანაკლესელთან ერთად არაოფიციალურად, მაგრამ მაინც აღნიშნა სკოლის დამთავრება.


#23-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები

საბა და მისი კლასელები საუბრობენ სიახლეების მოლოდინზე და იმის შეგრძნებაზეც, რომ რაღაც დიდი დასრულდა და სამუდამოდ წარსულში დარჩა.

„სამწუხაროა ის ფაქტი, სკოლის გაცდენა კლასელებთაან ერთად „შატალოზე“ წასვლები ტყეში ან ბაგრატის ტაძრზეც, აღარ იქნება“, - ამბობს საბა.

ქუთაისში  სკოლა 1945-მა მოსწავლემ დაასრულა.  მათგან 1680-მა მოსწავლემ  - საჯარო სკოლა, ხოლო 265-მა  - კერძო.

პანდემიის მიზეზით საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა.

სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ბოლო ზარი
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.