ახალი ამბები
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება
FaceBook

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.

"ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ერთად, ერთობლივი შრომის შედეგია. ამიტომ დღის წესრიგში დგას შემდგომი ამოცანა - ეს გახლავთ ეკონომიკის უფრო სწრაფი ამოქმედება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ეს გეგმა ცოტა უფრო ავაჩქაროთ. დღეს ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვაწოდა კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ინფექციის შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზედ მცირე და რისკები არის შემცირებული.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიც არის პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, მიუხედავად ამ ყველაფრისა და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, შემდგომი შემსუბუქების დაწესების თაობაზე: 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო და ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით, ეს გახლავთ აუცილებელი პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები", - განაცხადა გახარიამ.


კორონავირუსის გამო, საქართველოში  საზოგადოებრივი ტრანსპორტის  მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა.


რომელი შეზღუდვა მოიხსნა და რომელი დარჩა, ნახეთ აქ:

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.