ინტერვიუ
მითები, თარიღები, ასტეროიდები და აპოკალიფსის მოლოდინი - ინტერვიუ
FaceBook

2020 წელს კორონავირუსის ერამ ბევრი მითი დაბადა.


მითები, რომლებიც უკავშირდებოდა  5G, ანტენებს,ასტეროიდის ჩამოვარდნას, ჩიპებს, რომელიც ჯერარშექმნილ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაში არის „ჩამონტაჟებული“ მითი იმაზე, რომ კორონა ვირუსი არ არსებობს და რაღაც კონსპირაციული თეორიის თანახმად ადამიანებს არარსებულში აჯერებენ და ა.შ.

Ყველა ეს მითი პირდაპირ თუ ირიბად აპოკალიფსთან და კაცობრიობის განადგურებასთან არის კავშირში. Ადამიანი ვერ ელევა ვნებას რაიმე საკითხი არ დაუკავშიროს აპოკალიფსის თემას. Ეძებს მას ციფრებში, თარიღებში, ვირუსებში, ცაში.

Საიდან იღებს სათავეს აპოკალიფსის მოლოდინი?

Არის თუ არა კავშირში აპოკალიფსის მოლოდინი Რომელიმე კონკრეტულ რელიგიასთან?

ამ და სხვა საკთხებზე ფილოსოფოსი გიორგი ცაცაშვილი  გვესაუბრება.


- Აპოკალიპტური მოვლენები, კონკრეტულ თარიღებთან მათი დაკავშირება, ეს მითოლოგია საიდან მოდის და რა აქვს მიზეზები?


- Ფილოსოფიურად შევხედოთ ამ ყველაფერს, „არაფერია მუდმივი ცის ქვეშ“, ვიცით ეს ადამიანებმა. ამიტომ,  ალბათ, დიდად გასაკვირი არც უნდა იყოს რომ დავფიქრდეთ ისეთ საკითხებზე როგორიც თუნდაც სამყაროს შესაძლო აღსასრულია. Რაც შეეხება კონკრეტულ თარიღებთან მათი დაკავშირება, შედარებით კონკრეტული და შესაბამისად, ანალიზს დაქვემდებარებული მოვლენაა.

Დრო ციკლურიაო, ძალიან ბევრი კულტურა ფილოსოფიური მიმდინარეობა და რელიგია ამბობს. Მაგალითად, ბუდიზმს რომ მივმართოთ საერთოდ ციკლურია ყველაფერი, რაც ხდება, მუდმივად მეორდება. შესაბამისად კონკრეტულ თარიღებზე რომ ვიმსჯელოთ ეს ციკლური დრო რაღაცნაირად უნდა გავწყვიტოთ და სწორხაზოვანი უნდა გავხადოთ...


ნუ ვიფიქრებთ, რომ რომელიმე კონკრეტულ რელიგიას უკავშირდება.  ფაქტია, რომ ეს იდეა ჯერ კიდევ ზოროასტრიზმსა და იუდაიზმშიც გვხვდება მე-6 -  მე- 5 საუკუნეეში ჩვენს ერამდე. Ორივე ამ მიმართულებაში ასეთი რაღაც იდეები უკვე ჩასახვის პროცესშივე იყო. Ზოროასტრიზმის ადეპტებს ამ დროისთვის უკვე ჰქონდათ საშინელი სამსჯავრო, გლობალური კატასტროფა, რომლის ბოლოსაც ვთქვათ, უნდა მოსულიყო ვიღაც, მათი რელიგიის მიხედვით, მესიის ექვივალენტი, და რაღაც გენერალური ბრძოლა უნდა მომხდარიყო სიკეთესა დ აბოროტებას შორის.

- თარიღების გამოთვლა ანალიზსდაქვენდებარებული მოვლენააო თქვით, რა იგულისხმება ამაში?

- Თავი რომ დავანებოთ რელიგიასა და ფილოსოფიას, ასეთი თემებით ისააკ ნიუტონიც კი ყოფილა დაინტერესებული. არადა, მე -17 საუკუნის ბოლო ეს არის ის ეპოქა, რომელსაც ადამიანები სამეცნიერო რევოლუციის დასაწყისის ტრიგერად ვიცნობთ და აქ ჯერ კიდევ იმდენად ძლიერი იყო თეოლოგიური მდგენელი. წარმოიდგინეთ, ისააკ ნიუტონიც იჯდა და მთელი სერიოზულობით ცდილობდა გამოეთვალა სამყაროს აღსასრული. როდესაც ეს გამოთვლები ჩაატარა ნიუტონმა, მან რამდენიმე ვარიანტი მიიღო თურმე და კარგი რაც შეიძლება იყოს, ის არის, რომ პირველი ვარიანტი ყველაზე ადრე და ყველაზე ახლოს ჩვენთან მყოფი, არის 2093 წელი ანუ მალე არ იქნება. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. Ზოგადად ფაქტია, რომ ასეთი დიდი მეცნიერიც, ციური მექანიკის ფუძემდებელი, ნიუტონის კანონების გარეშე საბაზისო ფიზიკური განათლება რომ წარმოუდგენელია ნებისმიერი მოსწავლისთვის, იჯდა და თავის დროს ხარჯავდა ზუსტად ამ თარიღების გამოსათვლელად - Როდის დადგებოდა სამყაროს აღსასრული.

- Ამ იდეას არც ჩვენს დროში ყავს ნაკლები „ადეპტები“, თუნდაც ლიტერატურასა და კინოში...

- ჩვენს დროშიც ძალიან პოპულარულია იგივე იდეა. Მთელი მიმართულებებია კინოში - აპოკალიპტური თუ პოსტაპოკალიპტური, რამდენი ფილმი ვიცით ბოლო დროს გადაღებული, რომელიც ამას ეძღვნება. გასაგებია, რომ ეს უკვე შემოქმედებაა, მაგრამ ეს
პასუხია  ადამიანების ირაციონალურ მოთხოვნილებებზე, ირაციონალურ ფიქრებსა და შიშებზე, თუ გნებავთ. მახსენდება 2009 წელს გადაღებული ასეთი ფილმი „2012“, რომელიც გადაღებულია იმაზე, რომ სწორედ 2012 წელს უნდა ყოფილიყო კაცობრიობის აღსასრული. Მაგრამ ასეთი თარიღების მრავალფეროვნება და ვარიაციულობა რომ დავანახოთ მკითხველს მოდი რამდენიმე თარიღს გავიხსენებ, მაგალითად 1900 წელს უნდა ყოფილიყო სამყაროს აღსასრული.


სამყაროს აღსასრულის ეს ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება პაპ სილვესტრ II-ს უკავშირდება თუ არ ვცდები. Ჩვ.წ. Აღ-ის 1000 წელს უნდა ყოფილიყო მისი წინასწარმეტყველების მიხედვით სამყაროს ბოლო. Მერე ეს თარიღო 1037 წლისთვის იქნა გადატანილი. Იგივე 1967 წელი გავიხსენოთ, როდესაც ერთ- ერთი სექტანტური მიმართულება იყო ევროპაში, რომელიც ამტკიცებდა, რომ 1967 წელს იქნება სამყაროს აღსასრული. Რადგანაც მოხდება ბირთვული ომიო, 1980 წელსაც იყო ბირთვულ ომთან დაკავშირებული სამყაროს აღსასრულის წანასწარმეტყველება. Ბაჰაულა, ბაჰაისტები ამბობდნენ ამას.

Მე თანამედროვე, ჩვენთან ახლოს მყოფ თარიღებს ვასახელებ. Მახსენდება 1993 წელიც მეტროშიც შეგხვდებოდათ გაკრული ინფორმაცია მარია დევი ხრისტოსზე. Ამ ადამიანს სექტა ქონდა და ამტკიცებდა, რომ 1993 წელს სამყაროს აღასასრული უნდა დამდგარიყო შემდეეგ იყო 1995, 2000, 1999 წლები, რომლებსაც აღსასრულის სკანდალური წინასწარმეტყველებები უკავშირდება. Იაპონური სექტა იყო, რომელმაც სრულიად კონკრეტული დანაშაულიც ჩაიდინა მომწამვლავი აირიც გაუშვა ტოკიოს მეტროში. Ბოლოს როგორც ვთქვით, 2012 წელს იყო ნაწინასწარმეტყველები აღსასრული... 

მოკლედ, ვცხოვრობთ ამ აღსასრულის გაუთავებელ მოლოდინში შეიძლება იქამდეც მივიდეთ ვთქვათ, რომ საშინელი აღსასრული სჯობს აღსასრულის გაუთავებელ მოლოდინს. Ეს ხუმრობით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში
16:00 / 27.02.2024
ქუთაისში "გუბერსკის ციხის" ყოფილი შენობა,  2021 წელს გაიყიდა, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რას უპირებს გუბერნსკის ციხის ისტორიულ შენობას ახალი მფლობელი.
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს
წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს
შეტევა.
15:20 / 05.07.2023
ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლების მხრიდან კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა და კონკრეტული ინსტიტუციების მიმართ მიმდინარეობს შეტევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.