საზოგადოება
მოწყალება ცარიელ ქუჩებში
FaceBook
COVID-19-ის პანდემიის ფონზე ქუჩაში მოწყალების მთხოვნელებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ.

კორონავირუსის ეპიდემიის შეზღუდვის მიზნით დაწესებულ მკაცრ ზომებს, ქუჩებში ხალხის შემცირება მოჰყვა. ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ჯერჯერობით, უწინდებურად ვეღარ შეხვდებით დახმარების მთხოვნელებს. თუმცა, არიან გამონაკლისებიც, რომლებიც მკაცრი კარანტინის მიუხედავად, ლუკმა-პურის სახლში შესატანად მოწყალებას ისევ ქუჩაში ეძებენ.

ქუთაისში მცხოვრები იზოლდა (სახელი შეცვლილია) ერთ–ერთი მათგანია. მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული რიგი შეზღუდვების მიუხედავად, მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ შვილებისთვის საჭმელი ამ გზით მოეპოვებინა.

"გასულ კვირასაც ვიყავი გასული და ამით ვაჭმევდი შვილებს. ახლა წვიმები რომაა, თავს ვიკავებ. მეშინია არ გამიცივდნენ ბავშვები. თან მეშინია სოციალურმა სააგენტომ არ დამინახოს, ბავშვებს რომ ვამათხოვრებ, მაგრამ რა ვქნა, ბავშვების გულისთვის ვაკეთებ ამას ისევ. მერიდება, მაგრამ მშიერად დარჩენას ხომ ჯობია", - ამბობს ხუთი შვილის დედა.

მისი თქმით, ადამიანები, ძირითადად, ერთი-ორი ლარით ეხმარებიან და ერთ დღეში მოგროვებული თანხა მხოლოდ შვიდსულიანი ოჯახის გამოსაკვებად ჰყოფნის. ის, ასევე იხსენებს, რომ არიან ისეთებიც, რომლებიც საკვები პროდუქტით ეხმარება.

ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მეუღლე დასქმებული არ ჰყავს. მათი ყოველთვიური სოციალური შემწეობა 450 ლარს შეადგენს.

"კიდევ კარგი ჯანმრთელობის მხრივ არ გვაქვს პრობლემები, თორემ რა გვეშველებოდა. სანამ დახმარება დაგვერიცხება, ვისესხე ფული. 150 ლარამდე ნისიაც მქონდა მაღაზიაში, ნახევარი გადავიხადე. გვეუბნებიან მაღაზიაში, ჩვენც გვიჭირს და აწი ნისიად არ გავცემთო. მოხალისეები პროდუქტით დაგვეხმარნენ კიდევ".

როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, თანხას, ძირითადად, საკვებსა და კომუნალურ გადასახადებებზე ანაწილებენ.

ბავშვები, ძირითადად, სხვების მიერ ნაჩუქარი ტანსაცმლით იმოსებიან.

"წიგნებს, მადლობა ღმერთს, სკოლაში აძლევენ. რვეულები, წელს რომ წავიდნენ სკოლაში, ვერ ვუყიდე. და მერე ხალხმა აჩუქა ბავშვებს", - ამბობს მრავალშვილიანი დედა.

მას ისევ სხვების დახმარების იმედი აქვს. ოჯახის დიასახლის ყოველდღიური საზრუნავი შვილების გამოკვებისთვის გზების ძიებაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის
შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
22:05 / 15.06.2022
ქუთაისის მერიის შენობის გასხისებაა გადაწყვეტილი.  
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
13:39 / 14.06.2022
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.