კორონავირუსი
აბიტურიენტებისთვის ვებსკოლა იწყება
FaceBook
პანდემიის პირობებში, აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის პრაქტიკოსი მასწავლებლები დისტანციურად მოამზადებენ.

ამისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა https://el.ge/ შექმნა, სადაც ვებინარები აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს. ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას. პროექტი 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს უკვე შეუძლია ვებგვერდზეhttps://el.ge/.

აბიტურიენტებს, ამავე პლატფორმის საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული.

"ვებსკოლა" "ტელესკოლის" გაგრძელებაა, რომელიც კორონავირუსის პირობებში სკოლების დაკეტვის შემდეგ მოსწავლეებისთვის შეიქმნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ვებსკოლა
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
13:39 / 14.06.2022
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7
პაციენტი,
12:49 / 07.06.2022
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.