კორონავირუსი
ქუთაისში შესვლასა და ქალაქიდან გასვლაზე შეზღუდვა მოიხსნა
FaceBook
19 დღიანი შეზღუდვის შემდეგ, ქუთაისში გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა.

5 მაისიდან მოსახლეობას ქალაქში შესვლა და გასვლა თავისუფლად შეუძლია, თუმცა, ჯერჯერობით არ მოხდება ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟი. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ქალაქის შესასვლელებთან კვლავ გაგრძელდება მოსახლეობის თერმო სკრინიგი.  ქალაქში ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი.
ქუთაისთან ერთად შეზღუდვა მოიხსნა ბათუმშიც. თბილისი და რუსთავი კი ისევ ჩაკეტილ ქალაქებად რჩება.

საგანგებო მდგომარეობის მეორე ეტაპით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის ადრეული ეტაპის დაწყება პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააანონსა.
5 მაისიდან მუშაობის უფლება მიეცა სამშენებლო კომპანიებს, ასევე, ნებადართულია სამშენებლო მასალების წარმოება, მათი რეალიზაცია კი დაშვებუალია მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ფორმით. დღეიდან გაიხსნება ავტოსამრეცხაოებიც  და ავტოსერვისებიც.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდომარეობა 22 მაისის ჩათვლითაა გამოცხადებული. საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია ყველა დაწესებულება, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ობიექტებისა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
13:39 / 14.06.2022
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7
პაციენტი,
12:49 / 07.06.2022
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.