კორონავირუსი
სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიებს 5 მაისიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცათ
FaceBook

ხვალიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება.

„გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ 5 მაისიდან, ანუ ხვალიდან მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. ასევე, ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულია სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას 5 მაისიდან. აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე ჩამოყალიბებული სპეციალური გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას და მინდა თითოეული კომპანიის ხელმძღვანელობას მოვუწოდო,

პასუხისმგებლობით მოეპყრან თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ხვალიდან ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
13:39 / 14.06.2022
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7
პაციენტი,
12:49 / 07.06.2022
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.