ახალი ამბები
წესები, რომლებიც სილამაზის სალონების გახსნის შემდეგ იმოქმედებენ
FaceBook
-03-20-13-46-51/article/17346-rodidan-ra-shezghudva-moikhsneba-ekonomikuri-saqmianobis-aghdgenis-gegma" target="_blank">8 ივნისიდან სილამაზის სალონები რეგულაციების დაცვით მუშაობას განაახლებენ.

მომხმრებლების მისაღებად მათ შემდეგი რეკომენდაციები და მოთხოვნები უნდა დაიცვან. საქართველოს სალონების ფედერაციის პრეზიდენტი, თამუნა შარაშენიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში სილამაზის სალონებისთვის შემუშავებულ რეგულაციებზე საუბრობს. ეს მოთხოვნებია:

- უნდა შეიძნიოთ უკონტაქტო თერმომეტრები, დამცავი ფარები, დეზობარიერები, ნიღბები და ხელთათმანები.
- ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამსახურში გამოცხადებისთანავე გაიზომოს სიცხე და აღრიცხვის ჟურნალში შეიტანოს მონაცემები.
- კარებში უნდა იდგეს ერთი თანამშრომელი, რომელიც შემოსულ მომხმარებელს გაუზომავს სიცხეს, დააბანინებს ხელს/დეზინფექციას გაუკეთებს სადეზინფექციო სხნარით, რომელიც იქვე ექნებათ მოთავსებული.

- აუცილებელია, ყოველი კლიენტის მონაცემები (ტემპერატურა) შეტანილი იქნას აღრიცხვის ჟურნალში.
- ხელოსნებს შორის, ასევე მომხმარებლებს შორის მანძილი უნდა იყოს 2 მეტრი
- მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და ხელთათმანები, ხოლო ხელოსნებს ფარები, ნიღბები და საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, მანიკიური,       კოსმეტოლოგი) ხელთათმანი ერთ სივრცეში მაქსიმუმ 5 ადამიანის ერთად ყოფნაა შესაძლებელი.

-  ვისაც გრძელი თმა აქვს(ხელოსნებს), უნდა დაიმაგრონ.
- აკრძალულია მუშაობის პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება
- დამლაგებელმა ხშირად უნდა წმინდოს იატაკი სადეზიფექციო ხსნარით, ხოლო სველი წერტილები, ყოველი მომხმარებლის შემდეგ.
- სილამაზის სალონების მფლობელებმა აუცილებელია შეავსოთ სპეციალური ფორმა, სადაც უნდა მიუთითოთ სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც თქვენი  თანამშრომლები დადიან.
ადმინისტრატორებმა ყოველი საუბრის შემდეგ ტელეფონი სადიზენფიქსაციო ხსნარით უნდა გაწმინდონ.
კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით, მთავრობამ ყველა დაწესებულების, გარდა სააფთიაქო ქსელის, სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურებისა და საავადმყოფოებისა, მუშაობა შეაჩერა.

ფოტო: საქართველოს სალონების ფედერაცია


როდიდან რა შეზღუდვა მოიხსნება– ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გეგმა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.