კორონავირუსი
ქუთაისის ეპარქიის წინამძღოლი მოქალაქეებს „გვირილობის“ დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
FaceBook

ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე, მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ  მთავრობის რეკომენდაციები, ილოცონ სახლში და „გვირილობის“ დღესასწაულზეც სახლში დარჩნენ.


აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტს მსგავსი მოწოდება პანდემიის პირობებში არც ერთ რელიგიურ დღესასწაულზე არ გაუკეთებია.


„ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აღდგომას ტაძრებში ვიყავით, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს, ფორმა და სახე. ეს არის ეროვნული დღესასწაული, ერის ერთობის და თანადგომის, სიყვარულის და ურთიერთგაგების დღე არის. ამჯერად მე მოგიწოდებთ და გთხოვთ, როგორც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, რომ გაითვალისწინოთ ხელისუფლების თხოვნა.

ფიზიკურად შეიძლება ცალკე ვიყოთ, მაგრამ სულით, გულით და გონებით ერთად ვიქნებით. ეკლესია არ რჩება განზე ამ ერთობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ გამოვხატავთ დღის 12:00 საათზე ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარების რეკვით. ბაგრატის ტაძარში სასულიერო პირები გადავიხდით პარაკლისს ერის კეთილდღეობისა და მისი წარმატებისათვის, მშვიდობისათვის, ჩვენი ერთობისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ“, – ნათქვამია მეუფის განცხადებაში.

წელს, პირველად ქუთაისში ქალაქის ტრადიციული დღესასწაული არ აღინიშნება.

2 მაისს, ქალაქში რამდენიმე მცირე მასშტაბის ღონისძიებაა დაგეგმილი. რაც შეეხება დღესასწაულისთვის ქალაქის ბიუჯეტში გამოყოფილ ხარჯებს, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ თანხა საჭიროების მიხედვით სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილდება.

ორმაისობა ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად გვირილობის დღესასწაულზე სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები იმართებოდა.

ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშნვა, 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა სასარგებლოდ იხარჯებოდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
13:39 / 14.06.2022
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7
პაციენტი,
12:49 / 07.06.2022
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.