საზოგადოება
რას ჰყვებიან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნებულები
FaceBook

ამ ფოტოზე იტალიის ქალაქი ფუჩეკიოშია გადაღებული. ქალაქი, რომელიც ერთ–ერთ წითელ ზონად რჩება კორონაპანდემიის პირობებში.


ვირუსის გავრცელების შემდეგ, სწორედ ამ ქალაქში ჩარჩა  ქუთაისელი მამა–შვილი.  უცხო ქვეყანაში გაჭედილებმა სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეძლეს.  

„არაფერია  იმაზე  საშინელი, მსოფლიო პანდემიის დროს რომ უცხო ქვეყანაში ჩარჩები და წარმოდგენა არ გაქვს როდის დაბრუნდები სახლში,“ – ამბობს მამა–შვილი.

ავთო და ლევან მუშკუდიანები ფუჩეკიოში  28 იანვარს  სამკურნალოდ ჩავიდნენ. პანდემიის მოულოდნელ აფეთქებამდე ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. კოვიდეპიდემიის შემდეგ კი, დაუგეგმავ ვითარებაში აღმოჩნილებმა თავი ნაქირავებ ბინას  შეაფარეს.

,,ყოველ დღე ველოდებოდით, როდის შეძლებდნენ სპეციალური რეისის დანიშვნას. არასოდეს დამავიწყდება, ასეთ რთულ პერიოდში როგორ  დაგვეხმარა საქართველოს საელჩო. ერთი დღითაც არ დავუტოვებივართ უყურადღებოდ. მუდმივად იყვნენ კონტაქტზე. ერთხელ ღამის ორ საათზეც კი დაგვირეკეს ჩვენი დოკუმენტებისთვის საჭირო საკითხზე,“ – ამბობს ავთო მუშკუდიანი. ის ამბობს, რომ ბინის ქირის გადახდაშიც საქართველოს საელჩო დაეხმარა. 

მამა–შვილს ასევე საელჩომ  შეუძინა ბილეთები სანატრელ რეისზე, რომლითაც ისინი სამშობლოში 21 აპრილს გამოფრინდნენ.

თვითმფრინავში, რომლითაც ქართველები სამშობლოში ბრუნდებოდნენ ავთოს მსგავსად,  180 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის ასაკოვნები, ახალგაზრდები და მცირეწლოვნები. ავთო გვიყვება, რომ ოჯახში დაბრუნების სიხარულთან ერთად, ყველა მათგანი მადიერების გრძნობით იყო სავსე.

"ერთი დღით ადრე ჩავედით რომში, სადაც დაჯავშნილი დაგვახვედრეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო.   დილით სპეციალური ტრანსპორტით მოგვაკითხეს და ბორტამდე თავიანთი ხელით მიგვაცილეს. ამაყი ვიყავი, რადგან მივხვდი რომ ჩვენ შემდგარი სახელმწიფო გვაქვს და უდიდეს მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს იტალიაში, მათ თანამშრომლებს, რომელბიც არიან უაღრესად პროფესიონალები, დიდსულოვნები, ადამიანური ტკივილის გამგები ხალხი, “ – ჰყვება ავთო მუშკუდიანი, რომელიც ახლა თბილისის შერატონში შვილთან ერთად საკარანტინე პერიოდს გადის. ისინი ხუთ  დღეში საკუთარ ოჯახს დაუბრნდებიან.


სამშობლოში დასაბრუნებლად სანატრელ რეისებს ახლა სხვა ქართველებიც ელოდებიან, ისინი, ვინც ამ დრომდე ვერ მოხვდა სიაში და სწორედ საქართველოს საელჩოს  დახმარების მოლოდინში არიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ დრომდე 8954 მოქალაქე დააბრუნეს.

საჰაერო, საზღაო და სახმელეთო გზით ბოლო მონაცემებით,  საქართველოში  8,954 მოქალაქე დააბრუნეს.

50 მეტი ქვეყნიდან, ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან, იტალიიდან, თურქეთიდან,  პოლონეთიდან, სომხეთიდან დაბრუნდა.  ადგილზე კი  დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 17,627 მოქალაქეს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე დახმარების გაწევა გულისხმობს იმას, რომ  მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ს გავრცელების ფონზე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები საქართველოს მოქალაქეებს 24/7 რეჟიმში ეხმარებიან  საკვებით, განთავსებით, მედიკამენტებით, ტრანსპორტით, საცხოვრებლით, ასევე საჭირო რეკომენდაციებით, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით, გადაუდებელი მომსახურებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკას.


როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს  ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.


სამინისტროს ინფორმაციითვე, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 2 მაისი - პრაღა-ბათუმი 5 მაისი - ათენი-თბილისი 7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი 9 მაისი - ბერლინი-თბილისი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.