კორონავირუსი
შეზღუდვების ფონზე იმერეთის სოფლებში აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook

კორონავირუსით გამოწვეული პანდემის მიუხედავად, იმერეთის სოფლებში , საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


ირაკლი გაბრიჭიძე ტყიბულის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, მუხურაში ცხოვრობს. ის მასწავლებელია და ონლაინ გაკვეთილებთან ერთად საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება მოუხდა.

26 წლის ისტორიის მასწავლებელი, ცდილობს დისტანციურ სწავლებასთან ერთად, ყურადღება არც სოფლის მეურნეობას მოაკლოს.


ირაკლის თქმით, მუხურაში მოსახლეობის უმეტესობა მოწათმოქმედებას და მეცხოველეობას ეწევა, მისივე განმარტებით, ეს ორი მიმართულება შემოსავლის ძირითადი წყაროა.

ირაკლის თქმით, სახნავ-სათესი ნაკვეთების დამუშავებაზე სოფელი დეფიციტს არ განიცდის, თუმცა მაინც, ბუნებაზე არიან დამოკიდებული, რადგან გვალვის შემთხვევში, მათი მოსავალი ნახევრდება.

მუხურიდან ტყიბულემდე 9 კილომეტრია, ადგილობრივები ცდილობენ საჭირო შხამქიმიკატები და სხვა საჭირო პროდუქტი, ტყიბულში შეიძინონ.


"თითქმის ყველას გვყავს ხელის მოტობლოკი, რომლის მეშვეობით ვამუშავებთ მიწას, რომლითაც არა მხოლოდ საკუთარ არამედ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვა მკვიდრი თანასოფლელების მიწებს ამუშავებენ, პირობითად მეც როგორც ამ სოფლის მკვიდრს ჩემი ტექნიკითა და ძალისხმევით მიხდება საგაზაფხულო სამუშაოების შესრულება’’,- განმარტავს ირაკლი გაბრიჭიძე.

ირაკლის თქმით, სოფლის მიწების უმრავლესობა ნიადაგი ნაკლებად ნაყოფიერია და ამიტომ აზოტის დანამატის გარეშე მოსავალი პრაქტიკულად უხარისხოა.
ირაკლის მეურნეობა დაახლოებით ერთ ჰექტარს მოიცავს, ძირითადად ლობიო და სიმინდი მოჰყავს.

მუხურის სოფლის რწმუნებულის თქმით, სოფელში სამეურნეო სამუშაოებისთვის 860 ჰექტარი მიწაა, მისივე განმარტებით მუხურაში, წელს იმაზე მეტი მიწა დამუშავდა, ვიდრე გასულ წლებში.


"ამ დრომდე მუხურაში დახნულია დაახლოებით 260 ჰექტარი მიწა, საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მიწის დამუშავებას აგრძელებს სოფლის მოსახლეობა",- განმარტავს ზაზა ყვავაძე.

მისივე განმარტებით, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას მოტობლოკი ჰყავს და მიწას ასე ამუშავებს, ვისაც არ ჰყავს მუნიციპალიტეტის დახმარებით ახერხებს მიწის დამუშავებას.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტის ანგარიშზე 530 მოტობლოკია,

"მუნიციპალიტეტი მოტობლოკით დაეხმარება გლეხს მიწის დამუშავებაში, თუ კი ამის საჭიროება იქნება’’,  - განმარტავენ მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.


ლიანა ხასაია  სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში ცხოვრობს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს სამტრედიაში იყო, შვილთან , სოფელში წასვლას საშვის არ ქონის გამო ვერ ახერხებდა.

ბაშში მას 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს,გასულ წლებში მიწის დამუშავებას უფრო ადრე იწყებდა, ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა მისთვის მთავარია და წელსაც აქტიურად შეუდგა საგაზაფხულო სამუშაოებს.

ლიანას თქით,  ყოველ წელს მას 3 ჰექტარი მიწის დასამუშავებლად დაახლოებით 3 000 ლარი სჭირდება.

"ახლა ვცდილობ, იმხელა მიწა დავამუშავო და ავითვისო რამდენსაც შევძლებ", -  გვეუბნება ლიანა.

ლიანას ბაშში ძირითადად ლობიო და სიმინდი მოჰყავს, მიწის გარკვეული ნაწილი კოტრს, პომიდორს, ასევე საზამთროსა და ნესვს უკავია, მოყვანულ პროდუქტს არ ყიდის.

"ოჯახში 4 ვართ თუმცა ბევრი გვჭირდება, სოფელსაც ბევრი უნდა და ქალაქსაც, გასავალი მეტია ამიტომ გაყიდვაზე არ მიფიქრია", - განმარტავს ლიანა.


ლიანა ხასაიას თქმით, სოფლის რწმუნებული ეხმარება ბაშში, მათ ვისაც ეს სჭირდება. ნაწილი კი თავისით ახარხებს მიწის დამუშავებას.

23 მარტს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გადაწყვეტილებით, იმერეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, მოქალაქეებს უფლება მიეცა დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, გიორგი გახარიამ 24 აპრილს  ქვეყნის მოქალაქეების ანალიტიკური გეგმა წარუდგინა.


გეგმის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები,  სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღებენ.

პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი” ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნით გაიცემა კრედიტები, რომლის სავარაუდო მოცულობა 50,000,000 ლარი იქნება.


სახელმწიფო დააფინანსებს სესხების 6 თვის საპროცენტო განაკვეთს, ხოლო ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ სესხის ძირითადი თანხა გადაიხადონ მიღებული მოსავლის რეალიზაციის შემდეგ.2020 წელს პროგრამით ისარგებლებს დაახლოებით 5,000 ბენეფიციარი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში
კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
13:39 / 14.06.2022
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კოვიდინფიცირების 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7
პაციენტი,
12:49 / 07.06.2022
30 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.