კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი წყალტუბოდან შეიყვანეს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 62 წლის მამაკაცი ქუთაისის ცხელების ცენტრიდან მოათავსეს.

ინფიცირებული წყალტუბოდ არის. ის წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტემპერატურა ერთერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევებისთვის ცხელების ცენტრში გადმოიყვანეს.

კლინიკაში განმარტავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიოლოგები ამ წუთებში მის კონტაქტებს იკვლევენ.

ინფექციურში ამ დროისათვის COVID-19-ით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის ექიმის ცნობით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯამში ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორის კლინიკას დღეს 2 დატოვებს.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ინფიცირებათა რაოდენობა დღეს 14-ით გაიზარდა 511 გახდა. მათ შორის 156 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 6.

კარანტინის რეჟიმში 5 085 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 558.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
11:32 / 14.10.2021
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
10:52 / 13.10.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.