გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ ქუთაისში ავტომობილები ველოსიპედებმა ჩაანაცვლა.
შინ
ყოფნის პირობებში დაღლილი მოსახლეობა ალტერნატიული ტრანსპორტით
აქტიურად სარგებლობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ველოსიპედით
მგზავრობისას მეტნაკლებად იზოლირებული ხარ. არ გიწევს ადამიანებთან
ახლო კონტაქტი და ვირუსის გადაცემის შანსებიც დაბალია.

შესაბამისად, კარანტინის პირობებში ველოსიპედებით, მოპედით და
მოტოციკლით მოძრაობას მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულება
არ კრძალავს. არც ინფექციონისტები გვიშლიან სუფთა ჰაერზე
სეირნობას. თუმცა მათი რეკომენდაცია პანდემიის აცილებისთვის საჭირო
ზომების დაცვაა. მათ შორის კი უპირველესი სოციალური
დისტანცია.

სპეციალისტების მიერ, ათასჯერ
გამეორებული თხოვნისა, თუ მოთხოვნის მიუხედავად, ქუჩაში
ველოსიპედით, თუ ქვეითად მავალი ადამიანების ნაწილი პანდემიის
დამარცხებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს არ იცავს.

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სასეირნოდ გამოსული მოქალაქეები (მათ შორის
მცირეწლოვნები) ერთ სკამზე ერთად სხედან. ძირითადად სადეზინფექციო
საშუალების, ხელთათმანებისა და ყოველგვარი დისტანცირების
გარეშე.
ხალხმრავალი რიგი
მაღაზიასთან

საავტომობოლი
გზაზე მოსეირნე ველოსიპედისტები

დისტანცია
გვერდიგვერდ


,,ბირჟა" ბაღში

ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც 390 დღეში უნდა დასრულებულიყო, ორ წელზე მეტია გრძელდება.
7-წლიანი ლოდინის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ყოფილ შენობას საბოლოოდ მოუძებნა ფუნქცია — თუმცა იმავე სცენარით, როგორც არაერთი სხვა დაპირების შემთხვევაში: დაგვიანებით.



მასალის გამოყენების პირობები