კორონავირუსი
“გვირჩევენ, ბოსტნეული და ხილი მიირთვითო და ფასები გაორმაგებულია”
FaceBook

ქუთაისში მოვაჭრეებმა ბროდუქტებზე ფასები რეკორდულად გაზარდეს.


გაძვირებულია ყველა სახეობის სურსათი,  რაც ადგილობრივების კრიტიკის საგანია. 

მათი თქმით, ისედაც რთულ პანდემიურ პირობებში ცხოვრება კიდევ უფრო მძიმე ხდება.

,,გვეუბნებიან ბევრი ბოსტნეული და ხილი მიირთვით კორონასგან დაგიცავთო. რჩევა კარგია, მაგრამ როგორ  ვიყიდოთ, როცა ბოსტნეულზე ფასები გაორმაგდა? ოჯახში ყველა უმუშევარი დავრჩით. დესერტები კი არა, იმას ვფიქრობთ  როგორ გამოვიზოგოთ რა თანხაც დაგვრჩა," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ლიანა თადუმაძე.

ლიანას მსგავსად ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა სხვა დიასახლისებიც. მანანა საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდ, თავად ყიდდა ბოსტეულს ქუთაისის ბაზარში.

როგორც ის ამბობს, უკვე თავისი მარაგიც ამოეწურა. ამიტომ  საჭირო პროდუქტებს მაღაზიაში იძენს და განსაკუთრებულად გაორმაგებული ფასების გადახდა ბოსტეულში უწევს. 

,,კარგად ვიცი რა პროდუქტზე რამდენს იგებს გამყიდველი, მაგრამ რასაც ახლა ვხედავ სირცხვილია. პანდემიური სიტუაციით სარგებლობენ კერძო მაღაზიის მეპატრონეები. ორჯერ და სამჯერ მეტი ფასი დაადებს ბოსტნეულს. მაგალითად არასდროს გადამიხდია ერთ კილოგრამ ნიორში 30 ლარი. ეს გაუგონარი ფასია," - აცხადებს მანანა ტოფაძე.

ნიორი, რომლის ფასიც ახლა 25-30 ლარია, ერთი თვის წინ 12 ლარად იყიდებოდა. ანალოგიურად გაძვირებულია ნიგოზი და კილოგრამის ფასი 30-35 ლარს შეადგენს.

ერთი ან ორი ლარით ძვირად ჰყიდიან კარტოფილს, ხავხს და სტაფილოს. 

2.50 ლარად ყიდიან კილოგრამ კარტოფილს, ხახვსა და სტაფილოს. 9-10 ლარი ღირს  კილოგრამი ,,ბულგარული" წიწაკა. 

,,ხუთი ლარი გადავიხადე ერთ კილოგრამ პომიდორში. ეს კატასტროფაა. ვფიქრობ მოვაჭრეებმა თვითნებურად გაზარდეს ფასები, მე უბრალოდ ის მიკვირს ამას რატომ არავინ არ აკონტროლებს," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნინო კოსტავა. 

ბოსტნეულივით გაძვირებულია ხილიც. კერძო ობიექტებში, სადაც აგრარული პროდუქტები იყიდება 5-7 ლარი ღირს (სახეობების მიხედვით) კილოგრამი ვაშლი და ბანანი. 

პროდუქტებზე ფასების უკონტროლო მატების ასაცილებლად სახელმწიფომ  ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო და 9 ძირითადი პროდუქტის ფასი დააზღვია.

შესაბამისად, სტაბილურად ნარჩუნდება ბრინჯის, მაკარონის ნაწარმის, წიწიბურას, მზესუმზირის ზეთის, შაქრის, ხორბლის, ხორბლის ფქვილის, რძის ფხვნილისა და ლობიოს ღირებულება.

აღნიშნული პრევენციული ღონისძიების მიუხედავად უკონტროლო რჩება ხილისა და ბოსტნეულის ღირებულება, რომელიც არანაკლებ საჭირო და მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ პროდუქტების ფასის მონიტორინგი ხდება როგორც იმპორტის, ასევე დისტრიბუციისა და საცალო გაყიდვის ეტაპზე და ამ დროისთვის ფასის მატება არ ფიქსირდება, თუმცა შესაძლოა, სურსათის გაძვირების ცალკეული ფაქტები კერძო უბნის მაღაზიებში დაფიქსირდეს.

მისივე თქმით,  თუ მომხმარებლები ფასის მატების ფაქტს დააფიქსირებენ, შეუძლიათ ეს უწყებას აცნობონ და რეაგირება მყისიერი იქნება.

„მე მოვუწოდებ მომხმარებლებს, თუ შენიშნავენ სპეკულაციურად ფასის გაზრდას, შეგვატყობინონ. გვაქვს ცხელი ხაზი 15 01, მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ ამაზე“, - აღნიშნავს თენგიზ კალანდაძე.

პანდემიურ პირობებში გაეროს სურსათისა და  სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციამ ( FAO) მსოფლიო პროდუქტებზე გლობალური დეფიციტის რისკის შესახებ გააფრთხილა. ორგანიზაციამ ასევე ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა, რომ  გააკონტროლონ კვების სისტემების სტაბილურად მუშაობა. ასვეე ზომების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ღარიბებს, რომელნიც, COVID-19 -ის განსაკუთრებით მოწყვლად ფენას მიეკუთვნებიან, პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას ნიშნით.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
11:32 / 14.10.2021
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
10:52 / 13.10.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.