კორონავირუსი
გიორგი გახარია - შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს
FaceBook
შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს,

- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. "დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.

"რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებეს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოს მონახულებაზე. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, იძულებული გავხდეთ და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან, რომელიც იქნება. მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლებელია.

ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში და რა თქმა უნდა, ადამიანებს წინასწარ გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით ჩვენ მოგვიწევს შეზღუდვა, მოგეხსენებათ, რომ სასაფლაოები მუნიციპალური საკუთრებებია და იქ, სადაც მუნიციპალური არ არის, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, გარკვეული პერიოდით. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან", - განაცხადა გახარიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
11:32 / 14.10.2021
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
10:52 / 13.10.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.