ახალი ამბები
„დეზინფექციის მოთხოვნაზე მორიგ ბუმს, ვირუსის დასრულების შემდეგ ველოდებით“
FaceBook

ქუთაისში, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაწესებულებების უმრავლესობამ, შენობების სანიტარული დამუშავება უკვე ჩაატარა.


რამდენიმე დღეა სადეზინფექციო კომპანიებში შეკვეთებმა იკლო, თუმცა, მორიგ ბუმს ვირუსის საფრთხის გასვლის შემდეგ ელოდებიან.

80–მდე ობიექტში ჩაატარა სამუშაოები შპს „ქუთაისის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურმა“. კომპანია შეკვეთებს იღებს ოფისების, კვების ობიექტების, ბანკების, სილამაზის სალონების, აგრარული ბაზრებისა და სხვა დაწესებულებების მეპატრონეებისგან. იშვიათად,  ემსახურებიან რეგიონებსაც.


„ლეჩხუმში დავამუშავეთ სკოლები. თითქმის, ყველა ტიპის დაწესებულება გვიკვეთავს. ახლა იკლო მოთხოვნამ, მაგრამ როგორც კი გაივლის ვირუსი, ისევ ველოდებით ბუმს, რადგან აუცილებელია დაკეტილ ოფისებში შესვლამდე მოხდეს ერთჯერადი დეზინფექცია. ტემპერატურის მატებასთან ერთად კი, მღრღნელებისა და მწერების პრობლემა დადგება და ისევ საჭირო გახდება შესაბამისი სამუშაოები“,– ამბობს კომპანიის დირექტორი, მავლინა მანდარია.


კომპანებისა და დაწესებულებების  მეპატრონეებს, სადაც საწარმოო პროცესი არ გაჩერებულა,  დეზინფექციასთან ერთად, კონსულტაციებსაც უწევენ ქუთაისის დეზინფექციის სამსახურის თანამშრომლები. კომპანიამ სანიტარული სამუშაოები 200–მდე ობიექტზე ჩაატარა.  მათ შორის, კოპანიის თანამშრომლებმა სანიტარულად დაამუშავეს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, ააიპ დაწესებულებებში და სკოლებში.


თავიდან უფრო იყო მოთხოვნა, ახლა დაიკეტა ობიექტები და აღარ არის შეკვეთები. სამუშაოების შემდეგ, ორგანიზაციებს ვაძლევთ რეკომენდაციებს როგორ უნდა მოიქცენენ. მაგალითად, ტყიბულში, შახტების ადმინისტრაციული შენობები დავამუშავეთ და ვუთხარით რა უნდა გაეკეთებიათ ამის შემდეგ. ახლა, ყოველდღიურად  ხდება იქ ადგილების ხსნარით დამუშავება“, – ამბობს კომპანიის დირექტორი რუსუდან ხაჭაპურიძე.



სადეზინფექციო კომპანიები, სანიტარული წესით კორპუსების სადარბაზოების დამუშავების აუცილებლობაზეც საუბრობენ, თუმცა, მათი თქმით,  ფასიანი მომსახურების გამო მოსახლეობა  სამუშაოების დაკვეთისგან თავს იკავებს.


ერთი სადარბაზოს დამუშავების სტანდარტული ფასი  50 ლარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის წინ, მდუმარე აქცია-პერფორმანსი
13:59 / 25.10.2021
ქუთაისის მერიის წინ, მდუმარე აქცია-პერფორმანსი "ჩემოდნებზე დამჯდარი ქალაქი" გაიმართა. 
ჭიათურელი მოკრივე ლაშა გაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.
12:32 / 25.10.2021
ჭიათურელი მოკრივე ლაშა გაგნიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.