კორონავირუსი
მთავრობა დღეიდან საწარმოების შემოწმებას იწყებს
FaceBook

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან საწარმოების შემოწმება იწყება,

თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

 

მისივე თქმით, დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმო და ბიზნესი შემოწმდება.

„დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექზედამხედველობა და ასევე, მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ინტენსიური შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები, რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებისას, ვისაც მიეცათ უფლება ფუნქციონირების.


ეს მათ აკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას. დავიწყებთ მსხვილი საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით ყველანი დღეში შევძლებთ 50-მდე სხვადასხვა საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს“, - განაცხადა თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, აღნიშნული გადამოწმების მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ ახალი კულტურის დანერგვაა.

„ყველა სფეროს საწარმო აქტიურობს, ძალიან აქტიურობს სამშნებლო და საშენმასალათა სეექტორი, იმიტომ რომ ბოლო დრომდე საქართველოში მასშტაბური მშნებლობები მიმდინარეობდა და დიდი იმედი მაქვს, მალე გაგრძელდება კიდეც, უბრალოდ, ყველა წესის დაცვით. რამდენიმე ასეული აპლიკაცია არის უკვე შევსებული, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი სამინისტრო და ჩვენი სხვა კოლეგებიც ამუშავებენ აპლიკაცებს. აპლიკაციები თვითონ საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციის ანალიზის შესაძლებლობას გვაძლევს, რადგან იქ ამა თუ იმ ბიზნესის შესახებ გარკვეული ინფორმაცია არის მოთხოვნილი. ამას ჯერ ჩვენს უწყებებში ვაანალიზებთ, მაგრამ პარალელურად ვსვამთ შემოწმების გეგმებში.


შემოწმებისთვის ყველა ინსპექტორატი, რომელიც სხვა დროს სულ სხვა საქმით იყო დაკავებული, მობილიზებულია. ყველა ჩვენი შემოწმების რესურსი ამისთვის მომართულია, დღეში სულ მცირე 50 ბიზნესის გადამოწმებას ვგეგმავთ ყველანი ერთად, სხვადასხვა ინსპექციის მეშვეობით. მიზანი არა ვინმეს დასჯა, არამედ ახალი კულტურის დანერგვა და ბიზნესების დახმარებაა, რომ მალე ამოქმდნენ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმში“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე განცხადებით, პარალელურად დაიწყება იმ ბიზნესების შემოწმება, რომელთაც დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება.

„პარალელურად დავიწყებთ იმ ბიზნესების მდგომარეობის შემოწმებასაც, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, რომ მივცეთ მათ საშუალება დროულად გადაეწყონ და უპასუხონ ამ ახალ სტანდარტებს და გააგრძელონ ფუნქციონირება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ასევე დრო სჭირდება კომპანიებს და ბიზნესს, რომ სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე. ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ ჩვენო მეწარმეებო იმიტომ, რომ სამომავლოდ ეს იქცევა ცხოვრების წესად, ამიტომ კარგად მოემზადეთ და ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ წარმატებით გაიაროთ შემოწმების პროცესი და ჩვენ შევძლოთ მშვიდად მოგცეთ შემდგომი საქმიანობის გაგრძელების უფლება.


ვიწყებთ დღეიდან, პერიოდულად გავაშუქებთ კიდეც, თუ რომელი საწარმო როგორ ასრულებს წესებს. ასევე, თუ რამე ჩვენ გამოგვეპარება, თვითონ დასაქმებულები იქნებიან მთავარი ინდიკატორები და ცხელ ხაზზე მოგვახსენებენ, თუკი რომელიმე საწარმო არღვევს რომელიმე გაიდლაინს და ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი ამოცანაა არაა დასჯა, თუმცა ჯარიმებსაც და საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, არამედ დახმარება ბიზნესის, რაც შეიძლება მალე გადაეწყონ ახალ ეტაპზე და იყვენ სრულიად უსაფრთხოდ“, - განაცხადა თურნავამ.


www.interpressnews.ge

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
11:32 / 14.10.2021
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
10:52 / 13.10.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.