კორონავირუსი
მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება – განათლების სამინისტრო
FaceBook

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადება არ იგეგმება.


სკოლების ნაწილსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური სწავლება გამართულად მიმდინარეობს და ისინი ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით პროცესს ინტერაქტიულად წარმართავენ.

რაც შეეხება სკოლების იმ ნაწილს, სადაც დისტანციური სწავლების სისტემა ვერ დაინერგა, უწყებამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ კატეგორიის სკოლებისა და მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილების პროექტი დანერგა. როგორც უწყებაში აცხადებენ პროექტი "ტელესკოლა" ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა, საშუალებას მისცემს, ნახოს გაკვეთილები ყველა საგანში. განათლების სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც მორგებული იქნება, რადგან ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

"მიმდინარე სემესტრის აკადემიურად გამოცხადების საკითხი არ განიხილება", – განაცხადეს უწყებაში.


interpressnews.ge

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24
საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 155 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.
12:06 / 22.10.2021
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.
Pfizer-ის
ვაქცინის ბუსტერ დოზა გაუკეთდა იმ ადამიანებს, ვისაც ამავე წამლის ორი
დოზა უკვე მიღებული ჰქონდა, რამაც მაღალი ეფექტურობა აჩვენა
10:42 / 22.10.2021
Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერ დოზა გაუკეთდა იმ ადამიანებს, ვისაც ამავე წამლის ორი დოზა უკვე მიღებული ჰქონდა, რამაც მაღალი ეფექტურობა აჩვენა",- აცხადებენ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.