კორონავირუსი
ესპანეთში გარდაცვლილი ქალის მცირეწლოვანი შვილების მძიმე ყოფა (ფოტო)
FaceBook

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის ხუთი შვილი სამტრედიაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.


ბავშვების მშობლები მადრიდში მარტის დასაწყისში გაფრინდნენ.

34 წლის სიმსივნით დაავადებულ ცირა ალიხანაშვილს იქ უნდა ემკურნალა. ქალი უცხოეთში ახალი კორონავირუსით დასნეულდა და გარდაიცვალა.

ბებიასთან დარჩენილ ობლებს კი, თავსდამტყდარ ტრაგედიასთან ერთად, სიღარიბესთან გამკლავება უწევთ.

სახლს, სადაც პატარები ცხოვრობენ, ფანჯრები აქა-იქ შემორჩა. კედლები გაულესავია,   იატაკი ამორტიზებული.

მინიმალური ავეჯი, რაც სახლში დგას, „სიკეთის ქალაქის“ მიერ ოჯახის ყოფაზე მომზადებული სიუჟეტის შედეგად შეგროვებული ფულით შეუძინეს.

სასკოლო ასაკის ოთხ მოზარდს არ აქვს სამეცადინო კუთხე, ამიტომაც ოცნებობს 12 წლის მარიამი მაგიდაზე.  რა თქმა უნდა, ბავშვები ონლაინ გაკვეთილებს ვერ შეუერთდნენ, კომპიუტერი და ციფრული ტექნიკა არასოდეს ჰქონიათ. მეტიც, ორშაბათიდან, როცა ტელეგაკვეთილები დაიწყება, ბავშვი დისტანციური სწავლების მიღმა დარჩებიან, ოჯახს ტელევიზორი არ აქვს. ობლების სახლში დაღამებაც პრობლემაა. რამდენიმეს ჩამტვრეულ საწოლზე სძინავს. არ აქვთ ტანსაცმლის კარადაც.

,,მეზობლების ნაჩუქარი ხუთი საწოლი აქვთ. თავიდან კარგი იყო, მაგრამ დაძველდა.  ზოგიერთი ვარდება კიდეც“, - ამბობს პატარების მამიდა შორენა ნაჭყებია.




გამართული საწოლების გარდა, პატარებს მოხერხებული ,,მატრასებიც“ სჭირდებათ

ბავეშვების საძინებელში, თბოიზოლაციისთვის, ფანჯრზე ცელოფნებია აკრული.

ერთადერთი, რაც ამ ტრაგიკული ოჯახის უკიდურესად მძიმე ყოფას აფერადებს,

კედლებზე და ჭიშკარზე ბავშვების წარწერები და ნახატებია.


ამორტიზებული კედლების გამო სახლი გამაგრებას საჭიროებს

დედის გარეშე დარჩენილ მცირეწლოვნებს ახლა ბევრი სათამაშო დაუგროვდათ.  მათთან  უამრავი ადამიანი მიდის: მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, ნაცნობები, უცნობები. ყველა პატარების გამხნევებას, გამხიარულებას ცდილობს. ამისთვის  მადლიერები არიან.


,,დედის გარდაცვალება რომ გაიგეს, პირველი ორი დღე ძალიან მძიმე სტრესში იყვნენ. შემდეგ ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. მოდიოდნენ, საჩუქრები, ტკბილეული მიჰქონდათ და ბავშვებმაც ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეს. ვფიქრობ, რადგან არ უნახავთ, არც სჯერათ, რომ დედა ცოცხალი აღარ არის. მაგრამ არ ვიცი, რა რეაქცია ექნებათ, როცა ესპანეთიდან მარტო მამა დაუბრუნდებათ“, - ამბობს მცირეწლოვნების მამიდა შორენა ნაჭყებია.

მამა ამჟამად ესპანეთში, ლტოლვილთა თავშესაფრის კარანტინში იმყოფება. ცირა ალიხანაშვილი მადრიდში 27 მარტს დაკრძალეს.

მისი გადმოსვენება წლების განმავლობაში ვეღარ მოხერხდება. ესპანეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობის მიუხედავად, მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობდან გამომდინარე, სამშობლოში მის გადმოსვენებაზე ესპანეთმა კატეგორიული უარი თქვა.  დედის გარეშე დარჩენილებს, რომელთაგან ყველაზე პატარა წლინახევრისაა, ახლა ბებია უვლის.


ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რაც თვეში 830 ლარს შეადგენს. ვინაიდან ეს თანხა მრავალსულიანი ოჯახის გამოსაკვებად საკმარისი არ არის, ნაჭყებიებს სამტრედიის ბევრ მაღაზიაში  ვალი აქვთ. „ნისიად“  მხოლოდ აუცილებელი პროდუქტი მოაქვთ: პური, შაქარი, ბრინჯი, პატარების საყვარელი  მაკარონი, იშვიათად, კამფეტი და ტკბილეული.


"ცოტა ხნის წინ, კეთილმა ადამიანებმა ჩვენი ოჯახისთვის თანხა შეაგროვა და ჩვენც  ვალების გასტუმრება დავიწყეთ. ცირაც სამკურნალოდ გავუშვით. პროდუქტებიც მოვიმარაგეთ. თუმცა,  როცა ტრაგედია დაგვატყდა თავს, მაღაზიის მეპატრონეებმა თვითონ ჩამოგვაკლეს ას-ასი ლარი. ასე სამძიმარი გამოგვიცხადეს.  ობლებს დაეხმარნენ. ყოველთვის ასე იყო. უბრალო ადამინები გვედგა გვერდით. 

აპირებს, თუ არა სამტრედიის მერია ნაჭყებიების მცირეწლოვნების დახმარებას ამ კითხვით ,,ქუთაისიპოსტმა" მუნიციპალიტეტის პრესცენტრს მიმართა. როგორც პრესცენტრის ხელმძღვანელი დაგვპირდა ისინი ოჯახს აუცილებლად შეუძენებ ტელევიზორს და ასევე გარკვეული თანხითაც დაეხმარებიან.  


ნაჭყებიების ოჯახი განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სიკეთის ქალაქის“ დამფუძნებლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცირას გადასარჩენად და მათი შვილების დასახმარებლად გაისარჯა.


"შეგროვებული თანხით სამზარეულო და აბაზანა გაგვირემონტეს. ავეჯი და ჭურჭლი გვიყიდეს. პატარებს ტანსაცმელი და პროდუქტები მოუტანეს. სიხარულით სუნთქვაშეკრულები იყვნენ ბავშვები. ზუსტად ასე შეკოწიწებული თანხით წავიდნენ ჩემი შვილი და რძალი ესპანეთში. გვეგონა შვილებს ჯანმრთელი დაუბრუნდებოდა“.

ცირა მადრიდის საავადმყოფოში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. Covid-19 პაციენტს სწორედ ამ პროცესში დაუდგინდა.

"ჩემი ძმა თავს დასტრიალებდა. თავზე ადგა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი სანახავად აღარ უშვებდნენ, თუმცა ტელეფონით უწყვეტად საუბრობდნენ“.

შორენა ნაჭყებია ჰყვება, რომ ცირას ცხელება რამდენიმე დღე გაუგრძელდა. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. ექიმებს ძალისხმევა არ დაუკლიათ, მაგრამ დამარცხდნენ.

„ძალიან იბრძოლა ჩემმა ძმამ რომ კრემაცია არ მომხდარიყო. მთავრობაც ძალიან დაგვეხმარა. საბოლოოდ შეგვპირდნენ, რომ გადმოსვენებას მოვახერხებთ.  შვილებს დედის საფლავი მაინც დარჩებათ, უბრალოდ ჯერ არ ვიცით ვადები".


ცირას მეუღლეს, მამუკა ნაჭყებიას დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

,,ჩემს ძმას საოცრად უყვარდა ცოლი.  საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ  ბავშვებთან დაბრუნების იმედი აძლებინებს“.


მამუკა ნაჭყებია შვილებთან, სავარაუდოდ, 10 აპრილამდე დაბრუნდება. 

ნაჭყებიების ოჯახის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშზე შეუძლიათ: GE14TB7922845064300014 - მიმღები თამარ ნაჭყებია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.