კორონავირუსი
პენსიის რიგი ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში პენსიონერებს პენსიის ასაღებად რიგში უწევთ დგომა.


რიგებია არამხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებთან და ბანკომატებთან, არამედ ექსპრეს –მანქანებთანაც. ფოტოზე, რომელიც ქალაქის ცენტრშია გადაღებული, ჩანს, რომ მოქალაქეებს შორის სოციალური დისტანცია დაცული არ არის
.

"ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით გარკვეული რეგულაციები უკვე შეიმუშავეს, თუმცა, მოქალაქეების ნაწილს თანხის მისაღებად მაინც ადგილზე მისვლა ურჩევნია.


„პენსიონერების გარკვეულ რაოდენობას დარიცხვისთანავე დავუბლოკეთ თანხა და მათი გატანის დრო გადავანაწილეთ საათობრივად, რომ რიგები აგვერიდებინა თავიდან. ამის შესახებ ვაცნობეთ ტექსტური შეტყობინებითაც. გარდა ამისა, საპენსიო ბარათების კოდებს, რომლებსაც მხოლოდ ერთწლიანი ვადა აქვს, დრო ავტომატურად გავუხანგრძლივეთ, რომ პენსიონერებს ახალი კოდის მისაღებად ფილიალში მისვლა არ დასჭირდეთ. ამ რეგულაციების მიუხედავად, სამწუხაროდ, ნაწილი მაინც ადგილზე მისვლას ამჯობინებს", – აცხადებენ ბანკში.


ასაკობრივი პენსიის აღება 24 მარტიდანაა  შესაძლებელი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში კორონავირუსის შვიდი
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა
რიცხვიც.
10:21 / 07.08.2020
საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.
ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის
მიმართა, მათ შორის ისინი,
11:25 / 06.08.2020
ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.