რჩევები
როგორ მოვუაროთ კბილებს და შევინარჩუნოთ მათი თეთრი ფერი - სტომატოლოგის რჩევები
FaceBook

რაზეა დამოკიდებული კბილების სიჯანსაღე, როგორ შევინარჩუნოთ მისი სითეთრე და დავიცვათ კბილები დაზიანებისაგან ამ და სხვა კითხვებზე ქუთაისი პოსტს კლინიკა ეკოდენტის დირექტორი ეკატერინე ცირეკიძე ესაუბრება.



ჯანსაღი კბილები და ღრძილები ადამიანის ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ერთერთი ინდიკატორია და მისი შენარჩუნება ჩვენთვის ყოველდღიური საზრუნავია, რაც გამოიხატება პირის ღრუს ყოველდღიურ ჰიგიენაში. თუმცა, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, დიდი ყურადღება ექცევა ესთეტიკურ მხარესაც - ანუ კბილების ფერს.


ჯანსაღი კბილის ფერს განსაზღვრავს ემალი, რომელიც მის გვირგვინს ფარავს, ის ყველაზე მაგარი ქსოვილია ორგანიზმში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათანადო მოვლის გარეშე მას პრობლემები არ ექნება.

ჯანსაღი ემალის ფერის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, ის ინდივიდუალურია. ბუნებრივად მას შეიძლება ჰქონდეს ღია მოყვითალო, მოცისფრო ან მონაცრისფრო ფერის ტონალობა და ეს ხშირად ადამიანის გენეტიკურ თავისებურებებზეა დამოკიდებული, როგორც თვალების და თმის ფერი. თეთრი ფერის ემალი შედარებით იშვიათად გვხვდება ბუნებრივად, რადგან ტონალობა იცვლება ემალის სისქის და ქიმიური შემადგენლობის შესაბამისად. ასევე, ასაკის მატებასთან ერთად ხდება კბილის ემალის გამუქებაც, რაც ბუნებრივი პროცესია.

კბილების სიჯანსაღე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზეა დიდწილად დამოკიდებული, ამასთან ერთად ჩვენ დიდ ზიანს ვაყენებთ მათ, ჩვენი მავნე ჩვევების გამო. თამბაქოს მოწევა შეუქცევად პროცესებს იწვევს როგორც კბილებში, ასევე ღრძილებზეც, ალკოჰოლის, ყავის, შავი ჩაის, გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების დიდი რაოდენობით და რეგულარული მოხმარება იწვევს კბილის ემალის ფერის ცვლილებას/გამუქებას, გათხელებას და ეროზიას, საბოლოოდ კი კარიესს.

ჯანსაღი კვება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კბილების ფერისა და სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის. რძე და რძის პროდუქტები, თევზეული, საქონლისა და ფრინველის ხორცი, ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა კბილებისა და ღრძილებისთვის. ყველაზე მეტ ზიანს კი თქვენს კბილებს ტკბილეულის ხშირი მიღება აყენებს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში.

როგორ მოვიქცეთ, თუ კი ჩვენი კბილის ემალის ფერი არ გვაკმაყოფილებს და ესთეტიკურ დისკომფორტს გვიქმნის? არსებობს ბევრი მეთოდი, როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე. შეგვიძლია აღნიშნული პროცედურა სტომატოლოგთან ჩავიტაროთ, ან სახლის პირობებში.

თუმცა, სახლის პირობებში გათეთრება რისკებთან არის დაკავშირებული, ისევე როგორც ყველა სახის თვითმკურნალობა, როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ სტომატოლოგთან. რადგან გასათვალისწინებელია თქვენი კბილების მდგომარეობა. დაუშვებელია კბილების გათეთრება, თუ კი თქვენ გაქვთ კარიესი, ემალის ეროზია, მომატებული მგრძნობელობა, ღრძილებთან დაკავშირებული პრობლემები (სისხლდენა, პაროდონტოზი). ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ფრონტალურ (წინა) კბილებზე თუ გადევთ ბჟენი, გათეთრების შემდეგ ის ფერს არ შეიცვლის და შესაბამისად ემალის ფერთან კონტრასტში იქნება. ამიტომ არასასურველი შედეგის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სტომატოლოგმა მოახდინოს პირის ღრუს დათვალიერება-რევიზია.

სახლის პირობებში კბილების გათეთრების ყველაზე უსაფრთხო საშუალება არის მათეთრებელი კბილის პასტები, მათი გამოყენების შედეგად, თქვენ, რა თქმა უნდა, მომენტალურ შედეგს ვერ მიიღებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში კბილები 2-3 ტონით გაგითეთრდებათ. გაითვალისწინეთ, ისინი ყოველდღიურად არ უნდა გამოიყენოთ, კვირაში 2-3-ჯერ, სხვა დღეებში კი ჩვეულებრივ კბილის პასტას გამოიყენებთ.

რადიკალური გათეთრებისთვის შეიძლება გამოიყენოთ, სპეციალური ჟელეები, ფანქრები, კაპები. წინასწარ გაეცანით ყველა ამ საშუალების გამოყენების წესს და ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით იხმარეთ.

რაც შეეხება, ხალხურ საშუალებებს - არ გამოიყენოთ ლიმონის წვენი, რადგან ლიმონმჟავა ემალის მგრძნობელობის მომატებას და გათხელებას უწყობს ხელს. მოერიდეთ აბრაზიულ (უხეშ) საშუალებებს, რომ არ მოახდინოთ ემალის უნებლიე გაცვეთა.

კბილების გათეთრება დაუშვებელია 18 წლამდე და ასევე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

გათეთრების შემდეგ 10 დღის განმავლობაში უნდა დაიცვათ ე.წ. "გამჭვირვალე" დიეტა, არ უნდა მირთვათ ყავა, ჩაი, შოკოლადი, წითელი ღვინო, მუქი ფერის ხილის წვენი და ა.შ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.