რჩევები
როგორ არ უნდა გახდნენ ბავშვები კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულნი - ფსიქოლოგის რჩევები
FaceBook
შიშები, შფოთვა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, გარესამყაროსთან, თანატოლებთან კონტაქტის გაწყვეტა ან ვერ დამყარება - ეს ის ძირითადი ფსიქოლოგიური პრობლემებია, რომელთა პროვოცირებასაც აგრესიული და საშინელებათა ჟანრის თამაშები იწვევს.

ფსიქოლოგ, თეა ფანჩულიძის თქმით, მშობლები მათ ბავშვების ინტერნეტ თამაშებზე დამოკიდებულების გამო ხშირად მიმართავენ. განსაკუთრებით კი რვიდან 14 წლამდე მოზარდები. 

"არის თამაშები, რომლებიც ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს ანვითარებს. მაგრამ არის თამაშები, რომლებიც სახიფათო ხდება. მშობელმა უნდა გააკონტროლოს რას უყურებს მისი შვილი, რა თამაშებს თამაშობს და ამას საკმაოდ სერიოზულად მოეკიდოს. ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როცა ბავშვი მშვიდად და წყნარადაა, თავისთვის თამაშობს, ოჯახის წევრებისთვის ეს არის კომფორტული და ამ შემთხვევაში არც კი ხდება გადამოწმება რა თამაშებით არიან ბავშვები დაკავებულნი", - ამბობს თეა ფანჩულიძე.

ფსიქოლოგის განმარტებით, პირველი სიმპტომი რასაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, არის ის, რომ როცა მას სთხოვენ რომ თამაში შეწყვიტოს, ხდება აგრესიული, იწყებს ყვირილს და ვერ წყდება ამ თამაშს.

"მეორე, ბავშვები, რომლებიც გართულნი არიან ამ თამაშებით, შეიძლება აგრესიულნი არ იყვნენ, მაგრამ შიშებში ან შფოთვაში გამოვლინდეს ეს. მესამე, კიდევ ეს აყალიბებს გარკვეულ აგრესიულ ქცევებს", - აღნიშნავს თეა ფანჩულიძე. 

მისივე თქმით, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მოზარდის თავისუფალი დროს სწორად დაგეგმვა, რომელიც მთლიანად ინტერნეტ სივრცითაა შევსებული.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მშობლებს ურჩევენ 10 წლამდე ბავშვებმა კომპიუტერულ თამაშებს დღეში მხოლოდ 15 წუთი დაუთმონ. 10-15 წლამდე მოზარდებისთვის კი დღეში მხოლოდ ნახევარი საათით. 

"რატომ ხდება კომპიუტერული თამაშები ასეთი საინტერესო და მომხიბვლელი? იმიტომ რომ სხვა რაღაცები დღის განმავლობაში ბავშვისთვის არ არის საინტერესო. არ არის სპორტში ჩართული, არ თამაშობს თანატოლებთან ეზოში", - ამბობს თეა ფანჩულიძე. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.