მორბენალი სტრიქონი
ზესტაფონში რკინიგზის საწყობში დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
ზესტაფონში, რკინიგზის საწყობში დაშავებული ორი თანამშრომლიდან ერთი–ერთის, 66 წლის მერაბ ნებიერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მარჯვენა წვივზე კლინიკა ,, ფერომედში" ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ექიმი ვახტანგ ლაშხის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში  ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით დილით 09:10 საათზე შეიყვანეს.

ექიმი ამბობს, რომ დაშავებულმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო.

ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მიხეილ ბებიაშვილი ზესტაფონის "ჯეო ჰოსპიტალიდან" ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ზესტაფონში, 27 მაისს რკინიგზის საწყობში ორი თანამშრომელი დაშავდა.

თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცათ.




Print