პოლიტიკა
ქუთაისში ყოფილ და მოქმედ “ნაციონალ” დეპუტატებს მიწების მითვისებაში ადანაშაულებენ
ქუთაისის საკრებულოს წევრის, "რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძის მტკიცებით, ადგილობრივი თვითმმარველობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს წინა მოწვევის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები პირადი მიზნებისთვის ასხვისებდნენ. ქათამაძის მიერ დასახელებულ დეპუტატებს შორის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრის სახელიც ფიგურირებს.
"მწარე პრაქტიკაა წინა საკრებულოს დეპუტატების მიერ, რომლებიც თვითმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწებს ასხვისებდნენ, აიჯარებდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩნდებოდა, რომ ამ მიწის მეპატრონეები თავადვე იყვნენ. მაგალითად, წინასწარი ინფორმაციით, კონკრეტული ფართების უკან დგას ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატებიდან, ტატო მესხი, ანდრო ლოსაბერიძე და დავით გოგისვანიძე,"- ამბობს ქათამაძე.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, რომელიც მალე საჯარო გახდება.
"თუ რა კონკრეტულ ადგილებზეა საუბარი და საეროდ რა ხდებოდა ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ბოლო ათი წლის მანძილზე, ამას სპეციალური ჯგუფი შეისწავლის და გამოიკვლევს,"- განმარტავს ნატო ქათამაძე.
საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი დავით გოგისვანიძე ქათამაძის ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებს.
"თუ მიწების უკანონოდ გასხვისება ხდებოდა ქათამაძემ ფაქტებით უნდა ისაუბროს და სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს,"- ამბობს გოგისვანიძე.
ანა ჯანაშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.