ახალი ამბები
ქუთაისში საფეხმავლო ხიდის პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა
FaceBook

ქუთაისში, წმინდა გიორგისა და ხარების ეკლესიების ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღამდე ხიდის ასაგებად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის მერიამ 30 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.


ხიდი ფეხით მოსიარულეთათვის იქნება განკუთვნილი და ის მდინარე რიონზე აიგება.

ქუთაისის ბოტნიკური ბაღის დირექტორის თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, ჯერ მისთვის უცნობია, როდის დაიწყება ხიდის მშენებლობა. შესაბამისი დოკუმენტაცია არც ქუთაისის მერიის მიერ 2 თებერვალს გამოცხადებულ ტენდერს ახლავს თან.

"ჯერ უნდა მოხდეს დაპროექტება, შემდეგ გამოცხდდება ახალი ტენდერი იმისთვის, რომ აიგეოს ხიდი. კარგი იქნება თუ მიმდინარე წელს მშენებლობას დავიწყებთ" - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.

მისი თქმით, ხიდის მშენებლობისთვის იდეები თავადაც აქვს.

" ჩვენ მაინც კოლხეთის და აიეტის ქვეყანა ვართ და გვინდა ისეთი ორნამენტები ჰქონდეს ხიდს, არგოსთან და სიძველესთან რომ იქნება დაკავშირებული" - განაცხადა ქუთაისის ბოტანუკური ბაღის დირექტორმა, თემურ ჩეჩელაშვილმა.

საფეხმავლო ხიდის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადების მიღება 9 თებერვლიდან იწყება და წინადადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 13 თებერვალს იწურება.


 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ
ჩხუტელში სამძებრო-სამუშაოები მდინარე ცხენისწყალში გადავარდნილი
ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარის მდინარიდან ამოყვანით
დასრულდა.
14:03 / 26.01.2020
ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხუტელში სამძებრო-სამუშაოები მდინარე ცხენისწყალში გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარის მდინარიდან ამოყვანით დასრულდა.
შპს
12:38 / 26.01.2020

შპს "ინვესტ ჯგუფმა" ანანოვების სასახლის რეკოსნტრუქციისათვის პროექტი წარადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.