ახალი ამბები
მდინარე ყვირილაზე ახალი ხიდის აშენება იგეგმება
FaceBook

მდინარე ყვირილაზე ახალი ხიდის მშენებლობისთვის 5 734 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა.


ელექტონული შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეფარტამენტმა მიმდინარე წლის 7 იანვარს გამოაცხადა. მასზე წინადადებების მიღება 2017 წლის 25 იანვარს დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მდინარე ყვირილაზე ხიდი ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ში აშენდება.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს შემდეგი სამუშაობი: დაკვალვა და კორიდორის გაწმენდა, მიწის სამუშაოები, დრენაჟი, საგზაო საფარი,საგზაო აღჭურვილობა და მონიშვნა,ჭრილის ფერდოების დაცვა, ხიდი, მოედნის მომზადება, ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობა, ბურჯების მოწყობა, მალის ნაშენის მოწყობა, ხიდის აღჭურვილობა, ჰიდროიზოლაცია, ნაკერები, საფარი, კოროზიისგან დაცვა,საკომუნიკაციო ხაზების გადატანა.

მდინარე ყვირილაზე ახალი ხიდის მშნებლობა ხელშეკრულების დადებიდან ათ თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოები 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.