ახალი ამბები
"მოდის სხვა გუნდი" – "ტორპედოს" პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
"იქ, სადაც მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, არ გავჩერდები",-აცხადებს ჩეჩელაშვილი.


ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ყოფილი პრეზიდენტი, თემურ ჩეჩელაშვილი, მის მიერ პოსტის დატოვების მიზეზებზე, სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

ის ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, როდის შეხვდება ჟურნალისტებს.

"ფაქტიურად, თავისუფალი ვარ პოსტიდან. იქ, სადაც მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, არ გავჩერდები. მოდის სხვა გუნდი და ისინი გადაწყვეტენ ვინ სურთ ამ პოსტზე", - აცხადებს ჩეჩელაშვილი.

მისივე თქმით, ქუთაისის მერიასა და ახალ ინვესტორს შორის მოლაპარაკებები კლუბის შეძენაზე ამ მომენტშიც მიმდინარეობს.

"ჩემი ინფორმაციით, მერაბ ჟორდანია და მისი გუნდი აპირებს კლუბის შეძენას", - ამბობს ჩეჩელაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას განცხადებაზე, რომ ის "ტორპედოს" შეძენის მსურველს დაეხმარება, "ქუთაისიპოსტი" ერთი თვით ადრე წერდა.

ჩეჩელაშვილმა პოსტიდან გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისის მერს 1 ივნისს მიმართა.

ამავე თემაზე:

"ტორპედოს" ბიუჯეტის დაფინანსებაზე და გასაიდუმლოებული ინვესტორები

"ტორპედოს" ადმინისტრაციას, შესაძლოა, ქუთაისის საკრებულოსთვის განმარტებების გაკეთება მოუწიოს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.