ჭიათურის მაღაროს დაკავებული თანამშრომლის პროცესი ამ წუთებში საჩხერის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
შენობასთან დაკავებულის ოჯახის წევრები და მეგობრები არიან შეკრებილები. მათი ნაწილი პროცესს ესწრება.
მაღაროელის ახლობლები აცხადებენ, რომ მათთვის დეტალები უცნობია და იმედოვნებენ, რომ პროცესზე გაირკვევა რა მოხდა ჭიათურაში.
ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი 2 ოქტომბერს დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს, რომლებიც კომპანიის ტერიტორიაზე მომხდარი ელექტროძრავების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ.
„აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი, რის გამოც იგი ადმინისტრაციული წესით ადგილზე დააკავეს", - განუცხადეს შსს-ში ქუთაისიპოსტს.
მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
„ქუთაისიპოსტი“ კიდევ ერთ მიტოვებულ საბავშვო ბაღს გიჩვენებთ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი წელია მიტოვებულია.
ქუთაისში, სამი წლის წინ აშენებული საბავშვო ბაღი დღემდე არ ფუნქციონირებს.




მასალის გამოყენების პირობები