ზესტაფონის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,
სამართალდამცველებმა მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 13
საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“
და მცირეკალიბრიანი თვითნაკეთი რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ENKA-ს სასარგებლოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება დაუშვა.
იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში — წყალტუბოსა და ბაღდათში — ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლამ პირველკლასელების გარეშე დაიწყო.




მასალის გამოყენების პირობები