ახალი ამბები
„პროკურატურა ნადირობს მათზე, ვინც ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს“
FaceBook
ადვოკატი ივანე ლომიძე ქუთაისის პროკურატურას და საქალაქო სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი ლოლაშვილი პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების მიღების ბრალდებით უკანონოდ დააკავა.

როგორც ივანე ლომიძემ პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა, გიორგი ლოლაშვილი იმ დროს დააკავეს, როცა იგი სამკურნალო ცენტრიდან მოდიოდა, სადაც ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლების პროგრამის კურსს გადის.

"გიორგი ლოლოშვილი მოდიოდა იმ ცენტრიდან, სადაც გადის მკურნალობას და თან ჰქონდა ცენტრიდან წამოღებული ნივთიერება "ბურპრენორფინი", რომელიც იყო თხევად მდგომარეობაში, წყალში გაზავებული, რადგან ტაბლეტით მიღების შემთხვევაში მასზე არ ჰქონდა სათანადო ეფექტი. ამიტომ, სახლში მიჰქონდა და ინსულინის სახით იკეთებდა. ამ დროს გზაში შეხვდა ნაცნობი გამომძიებელი, რომელმაც ვითომ აღმოუჩინა ეს ნარკოტიკული ნივთიერება, ჩაატარა ჩხრეკა და დააკავა. ლოლოშვილმა თავისი ნებით უთხრა, რომ ბიჯეში გაზავებული "ბურპრენორფინი" ჰქონდა. სახელმწიფო ერთის მხრივ ფულს ხარჯავს იმაში, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ ნარკოდამოკიდებულებისგან, მეორეს მხრივ კი ნადირობენ მათზე და უშვებენ ციხეში. მივმართავ მთავარ პროკურორს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე", - განაცხადა ივანე ლომიძემ მედიარუმში.

ადვოკატის თქმით, დადასტურებულია, რომ ნივთიერება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს  ჰქონდა, არის ფარმაცევტულად დამზადებული. 

რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა ლოლოშვილს სამკურნალო ცენტრიდან პრეპარატის გატანის უფლება და უნდა მიეღო თუ არა ის ადგილზე, ივანე ლომიძე ამბობს, რომ 
დაწესებულების ხელმძღვანელობის თქმით, პაციენტს ამის უფლება არ აქვს, თუმცა, ასეთი რამ არც ერთ ნორმატიულ აქტში არ წერია. 

გიორგი ლოლოშვილი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით ერთხელ უკვე დააკავეს. იგი ახლაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.