ახალი ამბები
ქუთაისის N76-ე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში კომისიის წევრის ოჯახის წევრი შეცდომით იყო შეყვანილი
FaceBook
ქუთაისის N76-ე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეცდომით იყო შეყვანილი ამომრჩეველი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ოჯახის წევრია.
"გადასატანი ყუთის სიის შედგენისას დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა და ნაცვლად ამომრჩევლისა შეყვანილი იყო განმცხადებელი", - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე.

კიდევ ერთი დარღვევა N 124-ე საარჩევნო უბანზე დაფიქისრდა, სადაც კენჭისყრის წინა პროცედურები არაუფლებამოსილმა პირმა გაიარა.

ქუთაისის საოქლო საარჩევნო კომისია მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგს 15:00 საათზე გამართავს.


ქუთაისში ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.66% დააგროვა, ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე 27.03%–ით გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ ვაშაძემ კანდიდატურა მოხსნა, ეს განცხადება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის, შესაბამისად მისი სახელი და გვარი ბიულეტინზე რჩება.


ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია, მათ შორის 123 სამოქალაქო და  ერთი სპეც. უბანი, რომელიც  N2 სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობს.

ქუთაისში  სულ 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 85 440 ქალია და 67 121 მამაკაცი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ
შუქრუთის მცხოვრებლები მერვე დღეა შუქრუთში
11:39 / 24.02.2020
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები მერვე დღეა შუქრუთში "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული მაღაროები პარალიზებული აქვთ და პროტესტს აგრძელებენ.
ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის
სახელობის შახტის მფლობელი კომპანიის Coal of Georgia-ს
დირექტორი ქუთაისიპოსტთან საუბარში გაფიცულ მეშახეტეებზე
კომენტარს აკეთებს.
10:51 / 24.02.2020
ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტის მფლობელი კომპანიის Coal of Georgia-ს დირექტორი ქუთაისიპოსტთან საუბარში გაფიცულ მეშახეტეებზე კომენტარს აკეთებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.