ახალი ამბები
12 ნოემბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
FaceBook
12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრის პროცესი თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში ჩატარდება.

ამ ოლქებში ამომმრჩეველმა ქალაქისა და თვითმმართველი თემის მერი უნდა აირჩიოს.

ცესკომ არჩვნების მეორე ტურისთვის 299 450 ბიულეტენი დაბეჭდა. 

ქუთაისში მერობის კანდიდატები "ქართული ოცნებიდან" გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძე იქნებიან, თუმცა, "ნაციონალებმა" არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის მიუხედავად, ბიულეტენებში ისინი მაინც იქნებიან წარმოდგენილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა გიორგი ჭიღვარიამ და გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.

არჩევნების პირველ ტურში არჩეული 58 მერი უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება. ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა კი 14 ნოემბერსაა ჩანიშნული, თუმცა, ეს თარიღი არ ეხება იმ ოლქებს, სადაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.