საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავეს .
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ზესტაფონში მდებარე სავაჭრო
ობიექტზე ინახავდა და რეალიზაციას უკეთებდა სხვადასხვა დასახელების,
უცხოური წარმოების ალკოჰოლურ სასმელს შესაბამისი აქციზური მარკის
გარეშე.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე.
ქუთაისში, შენობა, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ფუნქციონირებდა, ახლა უყურადღებობით ნადგურდება.
ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციაზე 13 660 231 ლარი იხარჯება, თუმცა პროექტი უკვე ორი წელია გრძელდება და სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მიზეზად პროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებები სახელდება.




მასალის გამოყენების პირობები