ახალი ამბები
ქუთაისის განვითარების გეგმა კრიტიკის საგანი გახდა
FaceBook

ქუთაისის საკრებულომ რიგით 25- ე სხდომაზე ქალაქის განვითარების სტრატეგიული საშუალოვადიანი გეგმა დაამტკიცა.


მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განმარტებით, ქალაქის სივრცით - ტერიტორიული განვითარება, მისი რეგიონალურ ცენტრად ქცევა, ეკონომიკური, ტურისტული, საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული აქტივობები პროექტის მთავარი მიმართულებებია.

ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმა ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოიწონეს, თუმცა პროექტი კრიტიკის საგანი გახდა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის.

გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ნატო ქათამაძის განცხადებით, ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები მან ორი წლის წინ გააჟღერა.

"ეს საკითხები განხილვის საგანი ჩემი მხრიდან ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო," - განაცხადა ქათამაძემ.

ქუთაისის განვითარების გეგმა დაიწუნა საკრებულოს "ნაციონალმა' დეპუტატმა ამირან ძოწენიძემ.

როგორც ის ამბობს, ქუთაისის სტრატეგიულ დოკუმენტში ქალაქის საპარლამენტო სტატუსის შესახებ მოხსენიებული არაა.

"დოკუმენტი არის მხოლოდ კეთილი სურვილები, სადაც ჩანს მმართველი პოლიტიკური ძალის მთავარი სურვილი, რომ ქალაქს დაუკარგონ საპარლამენტო ფუნქცია, რაც კონსტიტუციის იგნორირებაა მმართველი გუნდის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და სხვა არაფერი," - აცხადებს ამირან ძოწენიძე.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქალაქს უკვე აქვს საპარლამენტო სტატუსი, რაც მისი სხვა მიმართულებით განვითარებას არ გამორიცხავს.




 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.