საზოგადოება
რით ხიბლავთ დასავლეთში მცხოვრებ ქალებს „ისლამური სახელმწიფო“?!
FaceBook
"ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების  ასაკი 17-23 წელია.
ბრიტანული ორგანიზციების Institute for Strategic Dialogue და  International Center for the Study of RadicalizationI-ის კვლევის თანახმად ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" დასავლეთში მცხოვრებ ბევრ ქალს იზიდავს.დასავლეთში მცხოვრები ქალები ცდილობენ გახდნენ "ჯიხადის პატარძლები", ასევე გასნაკუთრებულ როლს ასრულებენ "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდის საკითხში წერს The Washington Post
"ქალებს ისლამური სახელმწიფო სხვადასხვა მიზეზის გამო იზიდავთ: პირველ რიგში სხვებისგან იზოლირებულობის პრობლემა უბიძგებთ შეუერთდნენ ISIS ის, ,ასევე იმის რწმენა რომ საერთაშორისო მუსლიმ საზოგადოებას საფრთხე ემუქრება, ამასთან ერთად პროპაგანდის საკითხში მუშაობს იმის ჩვენება, რომ "ისლამურ სახელმწიფოში" ისინი სულიერ დებს შეიძენენ (ეს უკანასკნელი გასნაკუთრებულ მნიშვნელობას მოზარდ გოგონებში იძენს).
მკვლევართა მონაცემებით ISIS ის კონტროლირებად ტერიტორიებზე ახლა ცხოვრობს 550 ევროპელი ქალი. მათი მთავარი მიზანია იყვნენ კარგი ცოლები და დედები. რამდენიმე ქალმა ფრონტზე ბრძოლის სურვილი გამოხატა, მაგრამ შარიათის ინტერპრეტაცია რომელსაც ISIS ავრცელებს, ამის უფლებას ქალება არ აძლევს. მიუხედავად ამისა დასავლეთელი ქალები დიდ როლს ასრულებენ პროპაგანდისა და სხვა ქალების დაინტერესების საკითხში, აღნიშნულია სტატიაში.
მკვლევარები , სოციალურ მედიაში აკვირდებიან 100-ზე მეტ ქალს 15 დასავლური ქვეყნიდან, რომლებიც მკვლევართა აზრით, "ისლამური სახელმწიფოს" ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი ასაკი 17-23 წელია. არის 13 წლის გოგონაც. მკვლევართა აზრით გათხოვების პერსპექტივაც ერთ -ერთი მამოძრავებელი ფაქტორია, რაც იზიდავს ქალებს ISIS ში.
თუმცა ქალები პრობლემებსც აწყდებიან და ხშირ შემთხვევაში რეალობა და პროპაგანდა ერთმანეთს ცილდება. ისინი ჩივიან ჯანდაცვითი სისტემის არარსებობის, უშუქობისა დ ა უწყლობის გამო. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს აცდენები რეალობასა და პროპაგანდას შორის უნდა იყოს ხაზგასმული და რომ ამით შემცირდეს იქ წასვლის მსურველთა რიცხვი.

The Washington Post



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.