საზოგადოება
ქუთაისში ყოფილი ქარხნის ტერიტორია "ვისოლის" საკუთრებაშია
FaceBook
ქუთაისში ყოფილი აბრეშუმკომბინატის ეზოში არსებული ერთ-ერთი შენობა კომპანია "ვისოლის" საკუთრებაშია.  ნახევრადამორტიზებული ორსართულიანი შენობა კომპანიამ კერძო პირზე გააიჯარა, რომელიც იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გოჩა თევდორაძის ნათესავია.
საბჭოთა პერიოდში მოქმედი აბრეშუმკომბინატის 16 ჰექტარი დღეს უკვე ტერიტორიებადაა დანაწევრებული. ყოფილი კომბინატის დიდი ნაწილი აკაკი წერეთლის საკუთრებაა. ტერიტორიის 1950 კვ.მ მიწის ფართი და მასზე დამაგრებული 1106, 28 კვ.მეტრის შენობა-ნაგებობა კი სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" 2007 წელს შეიძინა.
საჯარო რეესტის ამონაწერის (#882014603448) მიხედვით ირკვევა, რომ "ვისოლმა" მის საკუთრებში არსებული აბრეშუმკომბინატის ტერიტორია 2013 წლის 12 დეკემებრს იჯარით გასცა. ნახევრად დანგრეული შენობის ნაწილი (200 კვ.მ) ინდმეწარმე ხვიჩა ღონღაძემ იჯარით ავეჯის სარესტავრაციო საამქოსთვის დაიქირავა.
პროფესიით მხატვარი ხვიჩა ღონღაძე ინდმეწარმედ 2007 წლის 27 მარტს დარეგისტრირდა. რეგისტრაციის ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ მას იურიდიულ მისამართი იგივეა, სადაც წერეთლის ქუჩაზე "ვისოლის" საკუთრებაში არსებული ფართი მდებარეობს.
თავდაპირველად, საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2014 წლის 1 იანვრამდე იყო. დროის ამოწურვის შემდეგ მხარეებმა ვადა მომდევნო ერთი წლით გაზარდეს, რაც 2014 წლის 14 ნოემბრის ამონაწერით დასტურდება.
ქუთაისის "აბრეშუმკომბინატი", რომელიც თავისი მასშტაბებით და შემოსავლებით გიგანტურ საწარმოდ ითველბოდა, არსებობა 1990-იანი წლების ბოლოს ორჯერ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაასრულა. ამ დროისთვის "აბრეშუმკომბინატი" სააქციო საზოგადოება "კოლხური აბრეშუმის" სახელით ფუნქციონირებდა.
2002 წელს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, "კოლხური აბრეშუმი" გაკოტრებულად გამოცხადდა.
2 200 000 დოლარად შეფასებული სამივე სააქციო საზოგადოების ქონება წლების განმავლობაში ჯართის სახით იყიდებოდა. კომბინატმა 3 მლნ ლარის საბიუჯეტო დავალიანების გასტუმრება სწორედ ამ ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხებით შეძლო. თუმცა, გაუსტუმრებელი დარჩა სახელფასო და საპენსიო დავალიანება.
2004 წლის იანვარში იმერეთის საოლქო პროკურატურამ "აბრეშუმკომბინა-ტის" ყოფილი დირექტორი ოლეგ სვინტრაძე თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა, რომელსაც 500 000 ლარის მითვისებას ედავებოდა. სვინტრაძე საწარმოს 1994-96 წლებში მართავდა. ერთ წელიწადზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ სვინტრაძემ თავისუფლება მხოლოდ 35 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ მიიღო.
2009 -2011 წლებში სს "კოლხური აბრეშუმის" და ამავე დროს, სს "ქუთაისის საავტომობილო ქარხნის" და სს "მედეას" (მაუდის ფაბრიკის) გაკოტრების მმართველად, პროკურატურის წარმომადგენელი, დავით ჯიქია დაინიშნა.
ყოფილი "აბრეშუმკომბინატის" კუთვნილი ქონების გასხვისების პროცესი თითქმის დასრულებულია და აღნიშნული ქონების 89%-ზე მეტი კერძო მესაკუთრეების ხელშია გადასული.
საწარმოში დარჩენილი აუთვისებელი ფართების გაყიდვის პროცესს, 2011 წლიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი "აღსრულების ეროვნული ბიურო" განაგებს.
კომბინატის ქონების 100%-ით გასხვისებისთანავე საწარმო ლიკვიდირებულად გამოცხადდება.
დეა მანაგაძე

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.