საზოგადოება
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში გასართობ ცენტრ "სულიკოს" ყოფილ შენობას?
FaceBook

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ? რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.



ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი". რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.

თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisipost.ge-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში გასართობი ცენტრი "სულიკოს" ყოფილ შენობას? (ვიდეო ნახეთ აქ ). "ქუთაისიპოსტის " ინფორმაციით, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გასართობი ცენტი "სულიკოს" ყოფილი შენობა 80-იან წლებში აშენდა. შენობა თავიდანვე გათვალისწინებული იყო კინოთეატრისთვის. კონოთეატრი "სულიკო" გაიხსნა 1982 წელს, რომელმაც მხოლოდ 5 წელი იარსება. რაც შეეხება, სახლწოდება "სულიკოს", მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა ეს სახელი მიენიჭებინა. რადგან, "სულიკო" უკავშირდებოდა ქუთაისს.

"ქუთაისიპოსტის" მკითხველის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იმ ადგილას სადაც, ახლა "სულიკოს" ყოფილი შენობა დგას, ადრე კერძო ორსართულიანი შენობა იყო. "საერთოდ ის ადგილი და პარლამენტის შენობის ადგილი ჭაობით და ბაყაყებით იყო დაფარული. მახსოვს 1986 წელს, როდესაც მემორიალი იხსნებოდა, ამ წყლით დაფარული სახლის წინ იჯდა შავებში ჩააცმული ხანშიშესული ქალბატონი და მთავრობას წყევლიდა. მემორიალში მილიონები გადაიხდეს და მე წყალში ვიხრჩობიო, შემდეგ აშენდა კინო "სულიკო 88-90 წლებში. დიდი ვერაფერი არქიტექტურაა", - იხსნებს ადგილობრივი მცხოვრები რომანი გელიაშვილი.

2004 წლიდან შენობა კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა, რის შემდეგაც იქ სხვადასხვა გასართობი ცენტრი გაიხსნა. ბოლო ორი წელია, შენობაში ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი არის განთავსებული. სადაც, კინოჩვნებებიც იმართება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.