საზოგადოება
"ჯერ ვაკვირდები მოვლენებს" - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების აქტივობები პარლამენტში
FaceBook

ქუთაისის სამი მაჟორიტარი დეპუტატიდან საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ ერთმა წარადგინა.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 8 თვიანი მოღვაწეობის განმავლობაში ამ კუთხით პასიურობას ერთ-ერთი დეპუტატი იურიდიული განათლების სიმწირით ხსნის და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ის პროცესებს აკვირდება.

ქუთაისიპოსტი შეეცადა გარეკვია რატომ არ გამოირჩევიან აქტიურობით ისინი და მომავალში გეგმავენ თუ არა კოლეგებთან ერთად, კანონპროექტის ინიცირებას.

"ასე უცბად, პარლამენტის წევრი რომ გახდები, ადგე და საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინო, მაშინ, ალბათ, თავიდანვე უნდა იყო იურისტი და იურიდიული ან ეკონომიკური განათლება უნდა გქონდეს. მე ექიმი ვარ და ჯერ ვაკვირდები მოვლენებს და რა პრობლემებსაც წავაწყდები ადამიანებთან ურთიერთობებშიც, წარვადგენ", - განმარტავს ჩვენთან საუბარში ქუთაისის ერთ -ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი მხეიძე.

მაჟორიტარი დეპუტატს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 75. 28 % ანუ 11 727 ხმა ერგო. ის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრია.

ქალაქის მეორე მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგევლაშვილიც საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან არის. მას მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან" ქუთაისის #47 ოლქში ერგო. მარგველაშვილმა არჩევნებზე ხმების 69. 25 %, 11 313 ხმა მიიღო.

გენადი მარგველაშვილი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ის ამბობს, რომ მისი კომიტეტიდან შესული საკონონმდებლო ინიციატივებში მისი თანამონაწილეობაც არის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტორობით ამ დრომდე კანონპროექტი ინიცირებული არაა, გენადი მარგველაშვილი ამბობს, რომ მას საკანონმდებლო ინიციატივის ჩამოყალიბებასა და დახვეწაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 

"ყველა წინადადების თუ საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში ჩვენი კომიტეტიდან შემოვიდა, ჩამოყალიბებასა და დახვეწაში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მათ, ასე რომ ვთქვათ, ჩემებად ვთვლი", - მიაჩნია გენადი მარგველაშვილს.

თუმცა, აღნიშნავს, რომ აქვს ინიციატივები, რომლებიც ქუთაისს ეხება, მაგალითად ქალაქის განვითარების ერთიან სტრატეგიული გეგმა. გენადი მარგველაშვილის ამბობს, რომ მათ ქალაქის სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან კონსულტაციებისა და წინადადებების დახვეწის შემდეგ წარმოადგენენ.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" და " საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტები - ეს ის დოკუმენტებია, რომელთა მომზადებაში 18 დეპუტატთან ერთად, ქუთაისი ერთ-ერთ დეპუტატს, კობა ნარჩემაშვილს  მონაწილეობა აქვს მიღებული. 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი ქუთაისის მაჟორიტარის მანდატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიიღო. მასაც ქალაქის დანარჩენი მაჟორიტარი დეპუტატების მსგავსად, 49-ე მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობა "ქართული ოცნების" სახელით ერგო. მან ხმების 67. 33 % ანუ 11 813 ხმა მიიღო.

რაც შეეხება, დეპუტატების მიერ ტრიბუნით სარგებლობას, ამავე პერიოდში, გენადი მარგველაშვილმა პარლამენტის ტრიბუნით ოთხჯერ, დიმიტრი მხეიძემ ერთხელ და 12-ჯერ ისარგებლა კობა ნარჩემაშვილმა.

დიმიტრი მხეიძე  გვებნება, რომ ის აქტიური საკომიტეტო და ბიუროს სხდომებზეა და სესიებზე მხოლოდ კითხვების დასმით შემოიფარგლება. 

"ვცდილობ ვიყო პრაგმატული და ჩემი გამოსვლით ხელი არ შევუშალო კონსენსუსის მიღწევას, თუ ეს კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის განვითარებას წაადგება. თუ არ მეშლება, ერთხელ შრომის ბაზრის დახვეწასა და მისი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, ერთხელ თამბაქოს რეკლამების შეზღუდვებსა და მის მავნე მოქმედებაზე, ერთხელ პენიტენციალურ სისტემაში დისტანცური სწავლების ხელშეწყობის საკითხებზე და ერთხელაც სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის დეცენტრალიზებული პრინციპის უკეთესობასთან დაკავშირებით მომიწია რამდენიმე წინადადების თქმა", - ამბობს ტრიბუნაზე მისი გამოსვლის შესახებ გენადი მარგველაშვილი 

დეპუტატები თვლიან, მთავარი სამუშაო წინ აქვთ, რომელშიც ჩართვას მომავალში აქტიურად გეგმავენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.